16/07/2025
🟡 "ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საფრთხის წინაშე დამდგარიყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უნიკალური შესაძლებლობა.
უვიზო მიმოსვლის ფორმატი არის არა უფლება, არამედ პრივილეგია, რომელსაც სახელმწიფოები იღებენ ხოლმე კონკრეტული მოთხოვნების შესრულების შემდეგ, როგორიც არის ადამიანის უფლებათა პატივისცემა, დემოკრატიული სტანდარტის არსებობა და სხვა ევროპული ღირებულებები.
ვერ სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკური სისტემების მსგავსი ქვეყნები როგორადაც ივანიშვილმა საქართველო გადააქცია.
მაშინ, როცა ახლა ჩვენი მეზობელი სომხეთი მალე მიიღებს უვიზო მიმოსვლას, საქართველომ შეიძლება ეს შესაძლებლობა დაკარგოს. ევროკავშირთან გაუქმებული ფორმატები კი, სამწუხაროდ, მეტ სიღარიბეს, უმუშევრობას, იმას, რომ ათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძლება დაკარგოს შესაძლებლობა ევროპაში სასწავლებლად, სამუშაოდ, სამკურნალოდ სიარულისა, გაუქმდება დროებითი დასაქმების პროგრამები და სხვა და ამაზე პასუცისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება, რაც ნათლად აისახა მინისტერიალის განცხადებაში.
ევროკავშირის აღმასრულებელი შტო უკვე მეორედ ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს, რომ "ქართულ ოცნებას" არ შესწევს იმის ძალა და არ აქვს შესაძლებლობა, რომ მოახდინოს ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება და ის ვერ მიიღებს საგარეო ლეგიტიმაციას, სანამ არ გაათავისუფლდებიან ქვეყანაში პოლიტპატიმრები და სანამ არ შეიქმნება ახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარემო, სანამ არ გაუქმდება ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა და სანამ არ შეწყდება პოლიტიკური რეპრესიები.
შესაბამისად, მინისტერიალმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ამაზე პასუცისმგებლობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ "ქართულ ოცნებას" და ამასთანავე ისიც აღინიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის სამართლიან პროტესტსა და ბრძოლას."
- გიორგი სიორიძე.