07/06/2026
🫂 მშობელთა კვირეული N30 საჯარო სკოლაში!
🏫 გასულ კვირას, პირველიდან ხუთი ივნისის ჩათვლით, ჩვენს სკოლაში, მშობელთა ჩართულობის ფარგლებში, ემოციებით დატვირთული და მრავალფეროვანი მშობელთა კვირეული გაიმართა.
💡 ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისა და იდეის ავტორი სკოლის დირექცია გახლავთ.
🎨 I ივნისი ხელმარჯვეების დღეს დაეთმო, რომლის ორგანიზებაზეც ხელოვნების მასწავლებელმა, მაია ცერცვაძემ იზრუნა.
🧵 მოსწავლეებმა უშუალოდ მშობლებისგან ისწავლეს ხელსაქმე, საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა ნივთი. ეს დღე ბავშვებისა და მშობლებისათვის დიდი შთაგონების წყარო აღმოჩნდა.
👩⚕️ 2 ივნისს, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, სოფიო კლდიაშვილისა და მათემატიკის მასწავლებლის, თამუნა ბრეგაძის ორგანიზებით, მშობელთა პროფესიების დღე აღვნიშნეთ.
💼 ამ დღეს მშობლები საკუთარი პროფესიების ნამდვილ ელჩებად მოგვევლინენ და მოწვეულ სტუმრებსა თუ ბავშვებს დეტალურად გააცნეს თავიანთი საქმიანობა.
🗣️ სხვადასხვა სფეროში მომუშავე მშობლებმა მოსწავლეებს საინტერესო ვორკშოპები შესთავაზეს და თვალსაჩინოდ აუხსნეს დამსწრე საზოგადოებას, მოსწავლეებსა და სტუმარ მშობლებს პროფესიის დაუფლების მნიშვნელობა.
🎶 3 ივნისი კი გამორჩეული მუსიკალური აქტივობით დაგვამახსოვრდა, რომლის ორგანიზატორები მუსიკის მასწავლებლები- ნინო შალიკაშვილი და მარიამ ჭეიშვილი იყვნენ.
🎵 სკოლის დერეფანში გამოცხადდა სპეციალური ნახევარსაათიანი მუსიკალური პაუზა, სადაც მშობლებმა საკუთარი ნიჭი საზოგადოებას წარუდგინეს.
🎻 მათმა შესრულებამ და სიმღერამ სკოლის სივრცეში განუმეორებელი, ამაღლებული განწყობა შექმნა.
🥗 4 ივნისს სკოლის დერეფანი ნამდვილ სამზარეულოდ გადაიქცა და მასტერშეფს ვუმასპინძლეთ, რომელსაც დაწყებითი კლასის მასწავლებელი ლია გოგავა, ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ლომიძე და მათემატიკის მასწავლებელი ნათია მანაგაძე ხელმძღვანელობდნენ.
🧑🍳 მშობელთა წყვილებმა ერთად მოამზადეს უგემრიელესი სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი. გამოვლინდა სკოლის მთავარი შეფმზარეული!
⚽ 5 ივნისს კვირეული სპორტული დღით დაგვირგვინდა, რომლის უნაკლო ორგანიზებაზე სპორტის მასწავლებლებმა: ავთო გორგიძემ და გოგა ძაგნიძემ იზრუნეს.
♟️ გაიმართა საფეხბურთო და საჭადრაკო შეჯიბრება. ჩვენი მოსწავლეების მამები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სპორტული ჟინითა და შემართებით ღირსეული მეტოქეობა გასწიეს!
🏆 ასევე, ძალიან მხიარული და ენერგიული აღმოჩნდა საფეხბურთო მატჩი, სადაც ჯერ მშობლებმა ითამაშეს ერთმანეთში, ხოლო შემდგომ გამარჯვებული გუნდი სკოლის მასწავლებლებს შეეჯიბრა.
👨👩👧👦 მსგავსი ღია კარის დღეები და მშობელთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსწავლეთა ჰარმონიული განვითარებისთვის.
🌟 ამგვარი დღეები აძლიერებს კავშირს სკოლასა და ოჯახს შორის.