კინტრიშის დაცული ტერიტორიები / Kintrishi Protected Areas

  • Home
  • Georgia
  • Kobuleti
  • კინტრიშის დაცული ტერიტორიები / Kintrishi Protected Areas

კინტრიშის დაცული ტერიტორიები / Kintrishi Protected Areas Kintrishi Protected Area

29/05/2026
✅კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრში ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების კვირეულის დასკვნითი ღო...
13/05/2026

✅კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრში ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

🔸დაცული ტერიტორიების სააგენტო აღნიშნულ კვირეულს ყოველწლიურად ატარებს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრები თემაზე - დაცული ტერიტორიების როლი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.

🔸ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის, კოხის, სოფელ ქობულეთისა და ნაკაიძეების საჯარო სკოლების მოსწავლეები. მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ასევე წარმოდგენილი იყო მათ მიერ მომზადებული საკონკურსო ესეები.

🔸ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო სივრცეში მოსწავლეებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექცია-სემინარი გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მნიშვნელობის შესახებ. მონაწილეებისთვის ასევე გაიმართა ეკოტური ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე.

🔸მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას გარემოსდაცვით საკითხებში, მათი ცოდნის გაღრმავებასა და ბუნებრივი რესურსების მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

08/05/2026

კინტრიშის ეროვნული პარკის ტყეში გაზაფხული ნელ-ნელა იღვიძებს 🌿

მწვანეში ჩაფლულ ბუნებას კი შველი მშვიდად მიუყვება - ველური სამყაროს კიდევ ერთი საოცარი წამი 🦌

✅დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიე...
05/05/2026

✅დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება აჭარის რეგიონში გაიმართა.
🔸მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები, რომლებიც ასახავდა ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მათ ხედვას.
🔸გამარჯვებულები გამოვლინდნენ მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის და ქობულეგის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის.

✅დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში, საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026” - ში იღებს მონაწილეობას.🔸სპეციალურად მოწყობილ ს...
01/05/2026

✅დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში, საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026” - ში იღებს მონაწილეობას.
🔸სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ აჭარის რეგიონში მდებარე დაცული ტერიტორიების - მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის, ქობულეთის და კოლხეთის ეროვნული პარკების ტურისტულ სერვისებსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას.
🔸გამოფენის ფარგლებში, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების მეშვეობით იმოგზაურონ საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე.
🔸ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026“კომპანია Expo Batumi - ის ორგანიზებით იმართება.

28/04/2026

კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე ღამით ფოტოხაფანგმა დათვი დააფიქსირა 🐻📸

ფოტოხაფანგი უკვე ფიქრობს, რომ ახალ მოდელად აყვანა არ აწყენდა - აშკარად კამერასთან მეგობრობს! 😄“

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

✅კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული პარკების კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდნენ ბათუმის კერძო სკოლა „მეგა“-ს მოსწავლეებ...
23/04/2026

✅კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული პარკების კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდნენ ბათუმის კერძო სკოლა „მეგა“-ს მოსწავლეები. მათ დაათვალიერეს ვიზიტორთა ცენტრი და მიიღეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და ღირებულებების შესახებ.

🔸მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს კინტრიშის დაცული ტერიტორიები, სადაც გაეცნენ ტურისტულ ბილიკებზე უსაფრთხოდ გადაადგილების წესებს, აგრეთვე დაცულ ტერიტორიებზე დაშვებულ და აკრძალულ ქმედებებს. რეინჯერმა მათ გააცნო საკუთარი საქმიანობა და გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება.

🔸მსგავსი ეკო-საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას და ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

22/04/2026

ფოტოხაფანგმა კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე შვლები დააფიქსირა 📸

🦌 ეს ელეგანტური და ფრთხილი ცხოველი ჩვენი ტყეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბინადარია და ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

✅კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წლის 6 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათისა და ...
06/04/2026

✅კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წლის 6 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათისა და სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები „ეროვნული პარკების“ კვირეულთან დაკავშირებით.

🔸შეხვედრები ჩატარდა დაგეგმილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ - ფარგლებში და მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობის შესახებ.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

გაზაფხული კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე 🌄ზამთრის ძილის შემდეგ, დედა დათვი და მისი ბელები მშვიდად მიუყვებიან ბილიკს 🐾🐻 #და...
02/04/2026

გაზაფხული კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე 🌄

ზამთრის ძილის შემდეგ, დედა დათვი და მისი ბელები მშვიდად მიუყვებიან ბილიკს 🐾🐻

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

Address

Kobuleti
6200

Telephone

577101803

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კინტრიშის დაცული ტერიტორიები / Kintrishi Protected Areas posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to კინტრიშის დაცული ტერიტორიები / Kintrishi Protected Areas:

Share