კონსერვატიული მოძრაობა ქობულეთი / Conservative movement Kobuleti

  • Home
  • Georgia
  • Kobuleti
  • კონსერვატიული მოძრაობა ქობულეთი / Conservative movement Kobuleti

კონსერვატიული მოძრაობა ქობულეთი / Conservative movement Kobuleti კონსერვატიული მოძრაობის ამოცანაა საქართველოში გვქონდეს ის წესები და კანონები რაც ქართველ ხალხს სურს!!

პარტიის ამოცანაა, საქართველოში გაბატონებული ლიბერალური იდეოლოგიის დიქტატის დასრულება და ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობისთვის კულტურულად ორგანული და მისაღები დღისწესრიგის დამკვიდრება.

კონსერვატიული მოძრაობა არის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პარტია. ჩვენი მთავარი განმასხვავებელი პრინციპია, ყველა საკითხი უშუალოდ ჩვენი ქვეყნისა და ერის სარგებლის პერსპექტივიდან გამომდინარე შევაფასოთ შემდეგ კი გა

დავწყვიტოთ იგი.
კონსერვატიული მოძრაობის ამოცანაა საქართველოში გვქონდეს ის წესები და კანონები რაც ქართველ ხალხს სურს და არა გარედან თავს მოხვეული დირექტივები, რომლითაც ჩვენ თურმე ვიღაცაზე დამსგავსების, სადღაც შესვლის ღირსები უნდა გავხდეთ.
ჩვენი პარტია ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანად ხედავს ქართული იდენტობის შენარჩუნებას. თუ ქართული კულტურა, ეთნიკური და რელიგიური პრინციპები, ისტორიული მეხსიერება და ერთობის შემაკავშირებელი ძალა გაქრება, მასთან ერთად გაქრება ქვეყანა საქართველო. საქართველო ვერ იარსებებს ქართველების გარეშე. ყველაფერი დანარჩენი, ეკონომიკური სტრატეგია, საგარეო ვექტორი, რომელიმე ალიანსში გაწევრიანება, თუ ნებისმიერი სხვა საკითხი წარმოადგენს მხოლოდ ინსტრუმენტს, რომელიც ამ ამოცანის გადაჭრასთან გვაახლოებს ან გვაშორებს.
ქართული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობისთვის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მანამ ჩვენ ვცხოვრობთ გაყინული ომის პირობებში, მანამ აფხაზეთი და სამაჩაბლო ამ მდგომარეობაშია, ქვეყანაში სხვა პრობლემების გადაჭრა თითქმის შეუძლებელია. სადაც არ არის მოგვარებული უსაფრთხოება იქ არ არის მუშაობა, ვაჭრობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. სადაც ყველა მომდევნო ომის მოლოდინშია, იმ ქვეყნიდან ხალხი გარბის.
კონსერვატიული მოძრაობის მთავარი პრინციპი რეალური პოლიტიკაა, ანუ საშინაო და საგარეო პოლიტიკა საკუთარი თავის მოტყუების გარეშე. როგორც უსაფრთხოების ისე ტერიტორიული და ეკონომიკური პრობლემების გასაღები სინამდვილეში რუსეთშია. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ერთადერთი რეალური შანსი არის პირდაპირი დიალოგის დაწყება, სადაც საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებების პოზიცია იქნება სწორედ ქართული ინტერესები და არა ეფემერული ნატო ან ევროინტეგრაცია.
ჩვენი ამოცანაა:
პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის შემსუბუქება. მიმდინარე უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრა და საოკუპაციო ხაზთან ექსცესების აღმოფხვრის რეალური მექანიზმის გაჩენა. აფხაზეთსა და სამაჩაბლოს აქტიური ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების დაწყება. რუსეთის ფედერაციასთან საერთო უსაფრთხოების პრინციპებზე შეთანხმება. რუსული ბაზრის გახსნა, ქართული წარმოების, სოფლის მეურნეობის სტიმულირება და პროტექციონიზმი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთო კონსესუსის ფარგლებში.
ამ ამოცანის გადასაჭრელად კონსერვატიული მოძრაობა წარმოდგენილი უნდა იყოს ქვეყნის მმართველობის სისტემაში. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ქართულ პოლიტიკაში რეალური ალტერნატიული ძალის ფორმირებას.
რატომ ახლა?
ქართულ პოლიტიკაში ერთი და იგივე სახეები იცვლიან პარტიებს და დასახელებებს. ჩვენ განსხვავებული გზით მივდივართ. ჩვენმა პარტიამ მომავალი 2024 წლის არჩევნებამდე უნდა შეძლოს და სრულიად ახალი სახეებით ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალა შექმნას. ახალი ძალა ახალი სახელის ან ლოგოს შექმნით არ ხერხდება. ახალი ძალა ახალი ხალხის მოსვლას ნიშნავს. ჩვენ ვაერთიანებთ ადამიანებს, ვინც იზიარებს ჩვენ იდეოლოგიას და მზადაა ჩვენს მხარდამხარ იშრომოს და იბრძოლოს.
თუ ჩვენ შევძლებთ ასეთი გუნდის შეკრებას, მაშინ მომავალ არჩევნებში ქართველებს აღარ მოუწევთ არჩევნის, მიშასა და ბიძინას შორის გაკეთება. ისინი არჩევანს ოცდაათწლიან წრეზე ტრიალსა და მომავლის განსხვავებულ ხედვას შორის გააკეთებენ. ჩვენ ხალხს არა ახალ ბელადს, არამედ ახალ ალტერნატივას, ახალ შესაძლებლობას ვთავაზობთ!!

22/05/2026
22/05/2026
13/05/2026

Address

დავით აღმაშენებლის N152
Kobuleti
6200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კონსერვატიული მოძრაობა ქობულეთი / Conservative movement Kobuleti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to კონსერვატიული მოძრაობა ქობულეთი / Conservative movement Kobuleti:

Share