20/04/2023
🗣ალამბრის საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომრის ორგანიზებით, ეკოკლუბ „ჩვენ და გარემოსა“ და სამოქალაქო განათლების კლუბის ჩართვით, ჩატარდა წითელი ჯვრის დღე.
🔴შეხვედრაზე მოწვეული გახლდათ:
⚪️წითელი ჯვრის ქობულეთის მუნიციპალიტეტის კოორდინატორი-
გვანცა ვარშანიძე
⚪️საბა გოგიტიძე
⚪️ლია შაქარიშვილი
🔥📢შეხვედრა გაიხანა სკოლის ევაკუაციით, ჩაირთო საგანგაშო ზარი ხანძარზე. მოსწავლეებმა დატოვეს შენობა და უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლეს რითაც წარმოადგინეს მათი მზაობა და განათლება კატასტროფების რისკის დროს.
🗣შეხვედრა სიტყვით გახსნა წითელი ჯვრის ელჩმა და თვითმმართველობის თავმჯდომარე-ანიტა ლაზიშვილმა.
👥მან გააცნო მოწვეული სტუმრები ახალგაზრდებს, მიმოიხილა დღის წესრიგი და ისაუბრა მის გამოცდილებაზე.
⛑საუბრისას სტუმრებს შევთავაზეთ დადგმული, მოულოდნელი სცენა, სადაც მსახიობმა მოსწავლემ იმიტირებული დაშავება ითამაშა.
დაშავებულს პირველი დახმარება გაუწია წითელი ჯვრის მოხალისე მოსწავლეებმა.
მათ დეტალურად გაიარეს ყველა ის გზა რაც აუცილებელია პირველი დახმარების დროს.
შემდეგ კი თეორიულად მიმოიხილეს და ჩაატარეს მასტერკლასი პირველი დახმარების მიმართულებით.
📝მაყურებელს ასევე შევთავაზეთ სუფთა ხელების, სწორად დაბანის შესახებ დადგმული ცეკვა.
რომელიც სახალისო მოძრაობებით და მუსიკით სწავლის მეთოდს წარმოადგენდა.
📌ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და მიმოვიხილეთ ხელების დაბანის წესები.
🕐დღის შემაჯამებელი აქტივობა გახლდათ საინფორმაციო სტენდები თემაზე:
⚪️წითელი ჯვრის ისტორია
⚪️წითელი ჯვრის საქმიანობა
⚪️წითელი ჯვრის მოხალისეობა
🔺რომელსაც ახალგაზრდები უძღვებოდა, სტენდებზე კი გამოფენილი იყო მათი ნამუშევრები.
🔻ახალგაზრდებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
⚪️მათ გაიგეს თუ:
🔴როგორ გახდნენ წითელი ჯვრის ელჩები?
⚪️როგორ გახდნენ მოხალისეები?
🔴რა საქმიანობას სთავაზობს მათ წითელი ჯვარი?
⚪️და ზოგადად რა არის წითელი ჯვრის მიზანი.
📢გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ მოწვეულ სტუმრებს!
ქ-ლია შაქარიშვილს,
საბა გოგოტიძეს და გვანცა ვარშანიძეს.
მადლობა ყველა ახალგაზრდას შრომისთვის