Khulo Art School - ხულოს სახელოვნებო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Khulo
  • Khulo Art School - ხულოს სახელოვნებო სკოლა

Khulo Art School - ხულოს სახელოვნებო სკოლა ხულოს სახელოვნებო სკოლის ოფიციალური გვერდი

🎼🎨 ა(ა)იპ მხატვარ სიმონ ართმელაძის სახელობის ხულოს სახელოვნებო სკოლაში ჩატარდა მუსიკალური და სამხატვრო განყოფილებების და...
11/06/2026

🎼🎨 ა(ა)იპ მხატვარ სიმონ ართმელაძის სახელობის ხულოს სახელოვნებო სკოლაში ჩატარდა მუსიკალური და სამხატვრო განყოფილებების დამამთავრებელი კლასების გამოცდები. 🎨🎼

🎹 მუსიკალური განყოფილების მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს ფორტეპიანოს სპეციალობის გამოცდა.

🖼️🎨 სამხატვრო განყოფილების მოსწავლეებმა წარმოადგინეს და წარმატებით დაიცვეს საკუთარი შემოქმედებითი ნამუშევრები.

👏✨ ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ შემოქმედებით წარმატებებს, ახალ მიღწევებსა და შთაგონებით სავსე მომავალს! 🌟🌹

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „ბერმუხას“ ხელმძღვანელის, ქართული ფო...
08/06/2026

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „ბერმუხას“ ხელმძღვანელის, ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის, რევაზ აბულაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ მინურ პაქსაძესთან საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დავესწარი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მივმართე, რევაზ აბულაძეს 80 წლის იუბილე მივულოცე, ვისაუბრე მის მრავალწლიან ნაყოფიერ საქმიანობაზე და ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე. ღონისძიების ფარგლებში რევაზ აბულაძეს “ქორეოგრაფიის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის” მადლობის სიგელი გადავეცი.

საიუბილეო საღამოს ფარგლებში ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, რომელიც რევაზ აბულაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

რევაზ აბულაძე 1946 წლის 8 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში დაიბადა. 18 წელია ანსამბლ „ბერმუხას“ წევრია, ხოლო 2015 წლიდან ანსამბლს ხელმძღვანელობს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

რევაზ აბულაძის ხელმძღვანელობით ანსამბლი „ბერმუხა“ არაერთი წარმატებისა და აღიარების მფლობელი გახდა. ანსამბლმა ღირსეულად წარმოაჩინა ხულოს მუნიციპალიტეტი და აჭარა სხვადასხვა ფესტივალსა და კულტურულ ღონისძიებაზე, მოიპოვა არაერთი დიპლომი, მადლობის სიგელი და ჯილდო.

საიუბილეო საღამოს ასევე ესწრებოდნენ რევაზ აბულაძის ოჯახის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „ბერმუხას“ ხელმძღვანელის, ქართული ფო...
08/06/2026

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „ბერმუხას“ ხელმძღვანელის, ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის, რევაზ აბულაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა.

ღონისძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რევაზ აბულაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა, ისაუბრა მის მრავალწლიან ნაყოფიერ საქმიანობაზე და ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე. ღონისძიების ფარგლებში ვახტანგ ბერიძემ რევაზ აბულაძეს “ქორეოგრაფიის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის” მადლობის სიგელი გადასცა.

საიუბილეო საღამოს ფარგლებში ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, რომელიც რევაზ აბულაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

რევაზ აბულაძე 1946 წლის 8 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში დაიბადა. 18 წელია ანსამბლ „ბერმუხას“ წევრია, ხოლო 2015 წლიდან ანსამბლს ხელმძღვანელობს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

რევაზ აბულაძის ხელმძღვანელობით ანსამბლი „ბერმუხა“ არაერთი წარმატებისა და აღიარების მფლობელი გახდა. ანსამბლმა ღირსეულად წარმოაჩინა ხულოს მუნიციპალიტეტი და აჭარა სხვადასხვა ფესტივალსა და კულტურულ ღონისძიებაზე, მოიპოვა არაერთი დიპლომი, მადლობის სიგელი და ჯილდო.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რევაზ აბულაძის ოჯახის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ხულოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
02/06/2026

ხულოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

02/06/2026

ხულოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

🎨📰 „ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძე-ის დაბადებიდა...
28/05/2026

🎨📰 „ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძე-ის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა.

🖼️ კონკურსში მონაწილეობდნენ 13–16 წლის, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მონაწილეებმა საკუთარი ხედვით წარმოაჩინეს საქართველოს ბუნება, კულტურა და ტრადიციები.

🎨 წარმოდგენილი ნამუშევრები გამოირჩეოდა მრავალფეროვანი თემატიკითა და შესრულების ინდივიდუალური სტილით. ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შემოქმედებით ხედვაზე, კომპოზიციასა და თემის ორიგინალურ ინტერპრეტაციაზე.

🏆 კონკურსში გამარჯვებულები გახდნენ:
🥇 პირველი ადგილი — ლანა გობაძე
🥈 მეორე ადგილი — მერვე კახაძე
🥉 მესამე ადგილი — ირაკლი ხარაბაძე

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და სიგელებით. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ხელოვნების პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება და ქართული კულტურისა და ეროვნული ღირებულებების წარმოჩენა იყო.

🤝 პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

26/05/2026
🇬🇪 ხულოს მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.
24/05/2026

🇬🇪 26 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართებაღონისძიების პროგრა...
23/05/2026

🇬🇪 26 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

ღონისძიების პროგრამა:

🔹 12:00 - სახალხო მსვლელობა, მემედ აბაშიძის ქუჩიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით

🔹12:00 – 15:00 - სპორტული ღონისძიებები. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება

🔹12:00 - 17:00 - ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

🔹15:30 - საზეიმო კონცერტი - დაბა ხულოს ცენტრალური სკვერი

🇬🇪 17:10 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

🇬🇪 ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

#26მაისი #ესდღეჩვენია

Address

Khulo

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Khulo Art School - ხულოს სახელოვნებო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share