18/04/2026
ენა ღვთიური საუნჯეა, რომელსაც გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.“ ჩვენი სკოლა განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავს დედაენის დღეს. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენს უდიდეს პასუხისმგებლობას — დავიცვათ და თაობებს გადავცეთ ქართული სიტყვისა და დამწერლობის მშვენიერება.
ამ დღესასწაულს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით მიეძრვნა ღონისძიება სახელწოდებით „ანბანთქება“, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში წერის კულტურის ამაღლებას.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს შორის ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. ბავშვებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით გადაწერეს ნაწყვეტი ლადო ასათიანის ლექსიდან ,,ქართულო ენავ“ .
ღონისძიებას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი — ცნობილი კალიგრაფი ფიქრია ჭაბუკიანი.
მან მოსწავლეებისთვის ჩაატარა საინტერესო მასტერკლასი, სადაც ისაუბრა ქართული დამწერლობის სამივე სახეობის (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) ესთეტიკაზე.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები.
მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა ყოველი მონაწილე, ხოლო სამი საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევრის ავტორს გადაეცა გამარჯვებულთა სიგელები პირველი, მეორე და
მესამე ადგილებისათვის.
ქართული ანბანი არა მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება, არამედ ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.
#გილოცავთდედაენისდღეს!