ხობის მუნიციპალიტეტის მერია

  • Home
  • Georgia
  • Khobi
  • ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია ხობის მუნიციპალიტეტის მერია
CITY HALL OF KHOBI MUNICIPALITY

ხობის მუნიციპალიტეტი კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
ხობისწყალი ჰქვია მდინარესაც, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონიდან და უერთდება შავ ზღვას, სოფელ ყულევთან. ანტიკური ხანის ისტორიკოსები ხობისწყალთან აიგივებენ მდ. ქარიენტეს, ქარიატა ჰქვია დღესაც ბოლო სოფელს, რომელსაც გაივლის მდ. ხობისწყალი.
გადმოცემის თანახმად სწორედ ხობისწყლის პირას მოუკლავთ ბიზანტიელებს კოლხეთის დიდი მეფე გუბაზი (

562 წ).
ხობი მდიდარია კოლხეთის დიდების დამადასტურებელი ისტორიული ძეგლებით, 20-მდე მიწისზედა და 300-მდე მიწისქვეშა ძეგლია, აქ მოპოვებული მასალები გამოფენილია თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, ხეთის მუზეუმებში. ძვ. წელთაღრიცხვის IV-I ათასწლეულებში კოლხური სამოსახლოები ხელოვნურ მიწაყრილ ბორცვებზე იყო განლაგებული, ისინი ტორფისა და თიხის ქვეშ არიან დაძირულნი.
სოფელ ყულევში 2002 წლის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ძვ. წ. IX საუკუნის კოლხური ნამოსახლარი. თიხის ჭურჭელში ნაპოვნია ყურძნის წიპწები, რომელიც თარიღდება ძვ.წ VI საუკუნით.
სოფელ ჭალადიდში 2009 წლის თებრვალში აღმოჩენილია აბრეშუმის საშრობი ნაგებობა-ღუმელი, აბრეშუმის საქსოვი ხელსაწყო, რომლითაც დასტურდება, რომ საუკუნეების წინ აბრეშუმის ქსოვილს სწორედ ამ რეგიონში აწარმოებდნენ. ასევე აღმოჩენილია IV საუკუნის ბერძნული ამფორები და სამკაულები.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხობის სამონასტრო არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობანი.
მეცნიერთა ვარაუდით ტაძარი აშენებული უნდა იყოს VII-XIV საუკუნეებში, ხალხური გადმოცემით ტაძრის აშენებას უკავშირებენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს.
ხობის მონასტერში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე დასვენებული ყოფილა უდიდესი სიწმინდეები: მარიამ ღვთისმშობლის კვართი; წმ. გიორგის ბარძაყი; წმ. კვირიკეს ხელის მტევანი; იოანე ნათლისმცემლის ნაწილი; შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა; დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი.

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.გზის ...
03/06/2026

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში გზაზე იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის არხები, რკინის ცხაური და ეზოებთან მისასვლელები.

გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 595 000 ლარზე მეტია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის განხორციელების შედეგად საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, რაც მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

2-6 ივნისს ბათუმში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საქართველ...
02/06/2026

2-6 ივნისს ბათუმში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალზე ხობის მუნიციპალიტეტი სპორტის ხუთ სახეობაში ათი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ახალგაზრდა ხობელ სპორტსმენებს შეხვდნენ და ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობა უსურვეს.

უმნიშვნელოვანესი ახალგაზრდული ღონისძიება სპორტის 17 სახეობაში, საქართველოს თორმეტივე რეგიონის მონაწილეობით გაიმართება.

ფესტივალი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის ცენტრალურ პარკში  „კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთა...
01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის ცენტრალურ პარკში „კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი, ბავშვთა ნახატების გამოფენა, ზღაპრების გმირების შოუ პროგრამა და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.

01/06/2026
1 ივნისს, ხობის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება15:00 საათი - სპო...
28/05/2026

1 ივნისს, ხობის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

15:00 საათი - სპორტული შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, ჭადრაკსა და შაშში.

საბავშვო კუთხე - ბავშვთა ნახატების გამოფენა, სახის მოხატვა, მოგზაურობა ზღაპრის სამყაროში, ასფალტზე ცარცით ხატვა.

16:00 საათი - ზღაპრების გმირების მონაწილეობით საბავშვო პროგრამა.

17:00 საათი - „კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.

ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.სადღესასწაულ...
26/05/2026

ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა ნახატების გამოფენა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი, "თავისუფლების თამაშებში" გამარჯვებულთა დაჯილდოება და ადგილობრივ შემსრულებელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

საზეიმო ღონისძიება ანსამბლ "გორდელას" კონცერტით და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#26მაისი #ესდღეჩვენია

Address

ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. #189
Khobi
5800

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხობის მუნიციპალიტეტის მერია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ხობის მუნიციპალიტეტის მერია:

Share