ქართული ოცნების ხობის ახალგაზრდული / Georgian Dream Youth Khobi

  • Home
  • Georgia
  • Khobi
  • ქართული ოცნების ხობის ახალგაზრდული / Georgian Dream Youth Khobi

ქართული ოცნების ხობის ახალგაზრდული / Georgian Dream Youth Khobi Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქართული ოცნების ხობის ახალგაზრდული / Georgian Dream Youth Khobi, Political organisation, Khobi.

15/11/2017

🔊 17 ნოემბერს 18:00 საათზე
🔊 ხობის კულტურის სახლის ჰოლში გელით ყველას
დასწრება თავისუფალია...
#ხობიივენთჰოლი

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინი...
25/10/2017

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს. აქციაში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც მონაწილეობდნენ.
აქცია მთელი კვირა გაგრძელდება და მისი მიზანი საარჩევნო პლაკატებისგან მუნიციპალიტეტის გასუფთავებაა.

19/10/2017
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ხობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, მერობის კანდიდატის გოჩა ქაჯაიას მხარ...
07/10/2017

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ხობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, მერობის კანდიდატის გოჩა ქაჯაიას მხარდასაჭერ აქციაში ჩაერთნენ და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა და ფლაერები დაურიგეს.

02/10/2017

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია ახალი ხიბულის, საჯიჯაოს და ხობის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდა, საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო.

18/09/2017

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანმა ქალაქ ხობში, ხობის მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ხობის მერობისთვის გოჩა ქაჯაია იბრძოლებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
კონსტანტინე ნასარაია - ქალაქი ხობი;
ვლადიმერ ქანთარია - ქალაქი ხობი;
ვეკუა ნიკოლოზი - ახალსოფელი;
მერაბ ნადარაია - ახალი ხიბულა;
ფრიდონ შონია - ბია;
გოჩა ჯობავა - პირველი მაისი;
თეა გელანტია - გურიფული;
თენგიზ აბაკელია - ზემო ქვალონი;
მზია ლემონჯარია - თორსა-დღვაბა;
გოჩა სიჭინავა - ნოჯიხევი;
აკაკი ხურცილავა - პატარა ფოთი;
როსტევან გვარამია - პირველი ხორგა;
იგორ გოგოლაძე - საგვიჩიო;
ავთანდილ ხუნჯუა - საჯიჯაო;
კახა მიქაბერიძე - ქარიატა;
ტარიელ ალექსანდრია - ქვემო ქვალონი;
ბექა მამაცაშვილი - ჭალადადი;
გია წულაია - ყულევი;
გიგა ნასარაია - შუა ხორგა;
გენადი ქაძანაია - ძველი ხიბულა;
ვასილ კუკავა - ხამისკური;
აბელ ქირია - ხეთა.
„ჩვენ წარმოვადგენთ იმ პოლიტიკური გუნდის ნაწილს, რომლისთვისაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის ღირსება და თავისუფლებაა.ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები მოგვარდა. ხობს ჰყავს მერობის ღირსეული კანდიდატი, რომელიც მზადაა იზრუნოს თითოეული თქვენგანის და თქვენი ოჯახების კეთილდღეობაზე. მტკიცედ მწამს და მჯერა, ერთად დგომით, აუცილებლად გავიმარჯვებთ 21 ოქტომბრის არჩევნებში და ერთად შევქმნით ხობის ხვალინდელ დღეს“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ კანდიდატების წარდგენისას.

23 ივნისს, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“  ხობის  ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველ...
23/06/2017

23 ივნისს, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ხობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქ. ხობში საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ და დაჯილდოების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიზანია ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში საზოგადოების ფართო მასების ჩაბმა.

29 აპრილს,  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ხობის რაიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით ქ. ხობში გაი...
29/04/2017

29 აპრილს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხობის რაიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით ქ. ხობში გაიმართა დასუფთავების აქცია. ღონისძიების ფარგლებში დასუფთავდა ხობის საჭიდაო მანეჟისა და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. აქციის მიზანია ახალგაზრდებმა თავად შეიტანონ გარკვეული წვლილი მნიშვნელოვანი ადგილების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.

05/09/2016

დღეს საღამოს, ირაკლი (დაჩი) ბერაია ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ამომრჩეველს შეხვდა. მოისმინა არსებული პრობლემები და ისაუბრა ახალ გამოწვევებზე, სამომავლოდ განსახორციელებელ იმ პროექტებზე, რომელსაც მოჰყვება ჩვენი რეგიონის, რაიონის და ქვეყნის კეთილდღეობა.

Address

Khobi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართული ოცნების ხობის ახალგაზრდული / Georgian Dream Youth Khobi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქართული ოცნების ხობის ახალგაზრდული / Georgian Dream Youth Khobi:

Share