07/05/2026
✔7 მაისს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი უძღვებოდა.
✔საკრებულომ მხარი დაუჭირა ცვლილებას დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;
✔სხდომას ესწრებოდა მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ლოლაძე, რომელმაც განმარტა
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს მოვალეობები და მუნუციპალიტეტში მაღალმთაინი სოფლების კუთხით არსებული ვითარება გააცნო;
✔ დაამტკიცა განკარგულებები: ქალაქ ხაშურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ქსელური გავრცელების არეალში არსებული გეოგრაფიული ობიექტებისა და მასზე დაკავშირებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ;
✔დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე მიხეილ მურვანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის მიხეილ მურვანიშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ;
✔ქალაქ ხაშურში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის ერეკლე II-ის ქუჩის სახელის მიჭების შესახებ.
✔მოისმინა ა(ა)იპ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
🔎ვრცლად სხდომის მასალები იხილეთ საკრებულოს ვებგვერდზე: Khashuri.org.ge