01/11/2025
🟠 #ხარაგაულელები
🎶 ქართული ტრიუმფი მსოფლიო ოპერაში! 🇬🇪
21 წლის ქართველი მეცო-სოპრანო ეკატერინე ბუაჩიძე (Kato Buachidze) გახდა 2025 წლის მსოფლიო ოპერის კონკურსის – Operalia-ს გამარჯვებული! 🏆
ეკატერინე (კატო) ბუაჩიძე, ამ შესანიშნავი გვარის კიდევ ერთი, ახალი წარმომადგენელია, ვინც საქართველოს სახელი შორს გაიტანა, ამჯერად საოპერო დარგში.
კატო ქართველი პოეტისა და ესეისტის - ანდრო ბუაჩიძის შვილია, წარმოშობით "კორიფეების სამჭედლოდ წოდებული სოფელ ფარცხნალიდან.
დაიბადა თბილისში. მისი მუსიკალური გზა დაიწყო ბავშვთა ფოლკლორულ გუნდში „პატარა გეორგიკა“, რომლის შემადგენლობაშიც მან 2017 წელს ბერლინში მოიგო Grand Prix of Nations.
2020 წელს მან ჩააბარა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და უკვე 2023 წელს შეუერთდა Teatro dell’Opera di Roma-ს ახალგაზრდული პროგრამას Fabbrica Young Artist Programme, სადაც დებიუტი ჰქონდა Kate Pinkerton-ის როლში ოპერიდან Madama Butterfly.
ასევე შესრულებული აქვს ისეთი პარტიები, როგორიცაა: Flora (La Traviata), Drummer (The Emperor of Atlantis), Shepherdess (Jenůfa)
2024/25 სეზონიდან ეკატერინე მიუნხენის ბავარიული სახელმწიფო ოპერის წევრია, (Bavarian State Opera Studio), სადაც უკვე ასრულებს ისეთ როლებს, როგორიცაა: Glascha (Kát’a Kabanová), Sandman (Hansel and Gretel), Second Girl (The Marriage of Figaro), Annina (La Traviata)
🌟 Operalia 2025:
საოპერო მომღერალთა საერთაშორისო კონკურსზე "ოპერალია 2025", რომლის მიზანი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენაა, ეკატერინემ მოიპოვა პირველი პრემია (ქალი მონაწილეებში) და ასევე მიიღო:
Pepita Embil Prize of Zarzuela (ზარზუელის ჟანრში საუკეთესო შესრულებისთვის)
Rolex Prize of the Audience (მაყურებლის პრიზი)
ფინალი გაიმართა 2025 წლის 26 ოქტომბერს სოფიაში (ბულგარეთი), სადაც იგი ბრწყინვალედ შესრულებულმა როსინის არიამ “Nacqui all’affanno” (La Cenerentola, II აქტი) სრულიად მოხიბლა ჟიურიც და მაყურებელიც. 🎭
#ბუაჩიძე
ფოტო: Operalia
სტატიის ავტორი - გივი კურტანიძე