ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality

  • Home
  • Georgia
  • Keda
  • ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality

ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality This is the official Keda Municipality page. Learn more at http://Keda.ge Keda Municipality is located in Ajara region, Georgia (Country).

Mayor: Roland Beridze
Administrative center: Keda
Municipality area: 452 sq.m. Population: 21 244
Distance from Batumi: 42 km

კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს ...
02/08/2026

კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები დახვდათ. მოეწყო საბავშვო და სპორტული სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, კვების ობიექტები, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები.

ტრადიციულად, შუამთობის დღესასწაულზე გაიმართა ნიშნობის ცერემონიალიც, სადაც ახლადდანიშნულ წყვილს გადაეცათ საჩუქრები. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები და საპატიო ბეშუმელები

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები - დოღი, ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„შუამთობა" უძველესი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება. მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.დღის წესრიგით გათვალისწინებული...
31/07/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვასთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე, ამ მიმართულებით მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ აჭარა, ყველა თავისი რესურსით და მრავალგვარი ტურისტული პოტენციალით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია ქვეყნის განვითარების უწყვეტ ჯაჭვში.

მთავრობის თავმჯდომარემ განიხილა ინფრასტრუქტურული პროექტები დანისპარაულის, შავი ტბის, მწვანე ტბის, ღორჯომისა და კურორტ გოდერძის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, გზების მშენებლობა, კურორტ გოდერძის შესასვლელი გზის კეთილმოწყობა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, კურორტის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

მთავრობის თავმჯდომარემ საზოგადოებას რამდენიმე ახალი ინიციატივა გააცნო. მათ შორისაა კურორტ გოდერძსა და ხულო-თაგოს მიმართულებით ახალი საბაგირო გზების მოწყობა, ბათუმში საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობების შესწავლა, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის განხორციელება. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ხულოს ალპური ბოტანიკური ბაღის განვითარების გეგმებზე. პროექტი ითვალისწინებს ახალი ტურისტული ატრაქციების, საპარკინგე სივრცეების, ტბის კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განახლებისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარების შესაძლებლობის შექმნას.

„მთის წარმატება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სიძლიერეა და სახალხო დღესასწაული “შუამთობაც” წარმოაჩენს ჩვენი რეგიონის უნიკალურ ხასიათს - შრომის, ერთობის, გულითადობის და განვითარების სიმბოლოს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავაც უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ახალი სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა. კერძოდ, ბათუმში მიმდინარე წელს N3, N12 და N26 საბავშვო ბაღების სამუშაოები დასრულდება, გონიოს კი მალე სრულიად ახალი ბაღი ექნება, სადაც პარალელურად ადგილობრივი სტადიონის რეკონსტრუქციაც იგეგმება. ზურაბ პატარაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნასა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე.

ჯანდაცვის მიმართულებით საუბარი შეეხო აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევის პროგრამას, რომელიც მოიცავს მაღალმთიანი აჭარის 7 მთასა და 11 სოფელს და რომლის ფარგლებშიც მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება ადგილზე მიეწოდება. სხდომაზე, ასევე განიხილეს სოციალური სახლების მშენებლობა ქობულეთისა და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტებში, პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მიმდინარეობა, სადაც პარალელურად იგეგმება საბავშვო ბაღის აშენება.

მთავრობის თავმჯდომარემ ახალი საერთაშორისო ფესტივალის „გონიოს ჰანგები“ მასშტაბებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები ხელს უწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებასა და რეგიონის პოპულარიზაციას.

სხდომაზე საუბარი შეეხო ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს. ყურადღება გაამახვლდა ფერმერთა მხარდაჭერასა და სატყეო სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

30/07/2026

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ატრაქციონების და ტრენაჟორების მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ნადიმ ვარშანიძესთან და საკრებულოს თავმჯდომ...
30/07/2026

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ნადიმ ვარშანიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ატრაქციონების და ტრენაჟორების მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

დასრულდა სოფელ ზედა მახუნცეთში ატრაქციონის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა არმირებული ბეტონის ფილების და კაუჩუკის ფილების მოწყობა. ასევე, ესკიზის შესაბამისი სხვადასხვა ინვენტარის და ატრაქციონის მონტაჟი;

ასევე დასრულდა, სოფელ მილისში ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბეტონის ფილის, კაუჩუკის ფილების და ბორდიურების მოწყობა, ლითონის კონსტრუქციების მოწყობა, სახურავის ბურულის მოწყობა და სხვადასხვა სახეობის ტრენაჟორების დამონტაჟება.

სოფლებში ატრაქციონებისა და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცეების შექმნას. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ხოლო ბავშვებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქმნება დამატებით, კომფორტული და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეები, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სოფლებში ცხოვრების ხარისხსა და დასვენების შესაძლებლობებს.

სამშენებლო სამუშაოები მერთან ერთად ადგილზე მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა რეზი ვარშანიძემ და საკრებულოს დეპუტატმა ლევან ვერძაძემ დაათვალიერა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს ზაზა შავაძესთან და მოადგილე ...
29/07/2026

ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს ზაზა შავაძესთან და მოადგილე როლანდ ბოლქვაძესთან ერთად, ქედაში ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

დეპარტამენტი სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის დაგებას ეტაპობრივად ახორციელებს.

ქედის მუნიციპალიტეტში ცემენტ-ბეტონის საფარი 7 კილომეტრზე მეტ საავტომობილო გზაზე დაიგება.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტე...
28/07/2026

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს სოფელ დანდალოში, ოტოლაძეების უბანში სანიაღვრე არხისა და ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები.

პროგრამის ფარგლებში ასევე, რკინა ბეტონის მილის, სანიაღვრე არხისა და ფერდსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები სოფელ აგარაში, აქუცასა და ზენდიდში მიმდინარეობს.

ხოლო, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ კუჭულაში ნოდარ ნაკაშიძის სახლის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

ასევე, სოფელ დანდალოში დასრულდა წყლის წისქვილის სამშენებლო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში ოთხი წისქვილის მშენებლობა მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები მერთან ერთად, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ, დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა რუსლან ბალაძემ, საკრებულოს დეპუტატებმა ანზორ გოგიაშვილმა და ზვიად არძენაძემ დაათვალიერა.

✔️︎ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე ერთჯერადი სტიპენდიის გაცემაზე რეგისტრაცია დაიწ...
24/07/2026

✔️︎ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე ერთჯერადი სტიპენდიის გაცემაზე რეგისტრაცია დაიწყო.
✔️ სტუდენტს, რომელიც სწავლობს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ბაკალავრი, მაგისტრი), ეძლევა სტიპენდია სემესტრში ერთხელ, რომელთა საშუალო არითმეტიკული ქულა 91 და მეტია. სტუდენტს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ჩაერიცხება სტიპენდია ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით.
➡️ 2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგის მონაცემებით, სტუდენტებმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში 2026 წლის 1 ოქტომბრამდე.
🔘 განცხადება მერის სახელზე;
🔘 საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
🔘 სასწავლებლის ცნობა მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ;
🔘 საინფორმაციო ბარათი იუსტიციის სახლიდან (სტუდენტი უნდა იყოს რეგისტრირებული ქედის მუნიციპალიტეტში);
🔘 სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი ბეჭდით დამოწმებული;
🔘 ცნობა სკოლიდან, რომლითაც დასტურდება, რომ მოსწავლე ბოლო ორი წელი სწავლობდა ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლაში.

დღეს, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორ...
24/07/2026

დღეს, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ და კონკურსში გამარჯვებული იდეების ავტორებმა თანამშრომლობის ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.

პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს წარმოდგენილი 23 ბიზნეს-იდეიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსება 7- მა საუკეთესო ბიზნეს-იდეამ მოიპოვა.

პროგრამის განხორციელების მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, მათი ეკონომიკური აქტივობისა და სამეწარმეო ინიციატივების წახალისება, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, ასევე მეწარმე ქალთა რაოდენობის ზრდა, რაც მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის  მინისტრ დენის სალუქვაძესთან ...
22/07/2026

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციის წევრებთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში „ძმები ავალიანების მარანი“ დაათვალიერა.

2023 წელს ყურძნის გადამმუშავებელმა საწარმომ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დავის სამინისტროს პროგრამის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში მიიღო 250 000 ლარის თანადაფინანსება. ამასთანავე, საწარმო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტომ 500 000 ლარით დააფინანსა.

საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე „ძმები ავალიანების“ სავაჭრო ნიშნით რეალიზდება.

ქედის მუნიციპალიტეტში, სასადილოსა და კოსლითავის მთაში მემთეურებისთვის  უფასო სამედიცინო კვლევების აქცია ჩატარდა.მოიალაღე...
16/07/2026

ქედის მუნიციპალიტეტში, სასადილოსა და კოსლითავის მთაში მემთეურებისთვის უფასო სამედიცინო კვლევების აქცია ჩატარდა.

მოიალაღეებს, უფასო კონსულტაციები და კვლევები ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ბენეფიციარებს ადგილზე გაეწიათ ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგისა და ექოსკოპიური კვლევის სპეციალისტის მომსახურება.

აქციას ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით თედორაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის განყოფილების უფროსთან ლეილა ბოლქვაძე და მერისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი გელა ჯაბნიძე ესწრებოდა.

უფასო სამედიცინო კვლევების აქცია, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Address

M. Kostava Street 3
Keda
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

0425 25 00 01

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქედის მუნიციპალიტეტის მერია • Keda Municipality:

Shortcuts

Share