05/05/2026
განაცხადების მიღება დაიწყო!
კონკურის 2026
კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები
1. კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:
ა) სოფლის მეურნეობა:
ა.ა) მემცენარეობა, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების მოწყობა, არსებულის აღდგენა-განახლება: ნერგების შეძენა, სარწყავი სისტემის შესყიდვა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო შესაბამისი მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა;
ბ) მეცხოველეობა:
ბ.ა) მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და ტექნოლოგიური საშუალებების შესყიდვა;
გ) სოფლად ტურიზმის განვითარება;
დ) კულინარია;
ე) ხელოვნება და ხელსაქმე.
ვ) და სხვა.
2. პროექტი არ უნდა ეხებოდეს სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს წარმოების მიმართულებებს, მის პოპულარიზაციას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას ან/და აღჭურვას.
✔︎ ქედის მუნიციპალიტეტის მერია, ,,ქალთა ოთახი“ აცხადებს კონკურსს ,,ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა აქტიურობასა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელ 45 000 ლარს შეადგენს.
✔︎ თითოეულ პროექტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, ხოლო მაქსიმალური - 7000 ლარს, რაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის ღირებულების - 80%-ია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - არანაკლებ - 20%, თანადაფინანსების ოდენობა შეიძლება გაიზარდოს პროექტის ჯამური ღირებულების შესაბამისად.
✔︎ კონკურსით ისარგებლებს:
🔘 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი;
🔘 ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქედის მუნიციპალიტეტში.
✔︎ კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:
🔘 პირს, რომელიც არის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გასულ წლებში.
🔘 პირს, რომელსაც აქვს საბანკო დავალიანება, ყადაღა და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში;
🔘 ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში და საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრს (შენიშვნა: ამ კონკურსის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი), აგრეთვე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დაფუძნებულ/დაქვემდებარებაში არსებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო ორგანიზაციებში დასაქმებულ მოსამსახურეებს;
🔘 ბენეფიციარს კონკურსში ჩართვის მიზნით ეკრძალება ისეთი პროექტის წარმოდგენა რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს ან/და აჭარის ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამებიდან.
ბიზნეს-იდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე: 👇https://we.tl/t-GE7OG9JYRpc9GukE
✔︎ განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 04 ივნისი 18:00 საათი.
👉 განაცხადი უნდა შემოიტანოთ:
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია;
ელ-ფოსტა: [email protected]
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია:
ლინკი: https://we.tl/t-T0f52n2TOgjM3fGs
მობილური: 599 32 64 00; 595 01 05 69.