ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია • Kazbegi Municipality City Hall

  • Home
  • Georgia
  • Kazbegi
  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია • Kazbegi Municipality City Hall
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, აფთიაქ „ლურჯი ჯვარის“ ორგანიზებით, „გლობალმედის საუნივერსიტე...
01/06/2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, აფთიაქ „ლურჯი ჯვარის“ ორგანიზებით, „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა“ 6 ივნისს უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებს.

ნებისმიერ მსურველს უფასო კონსულტაციებს გაუწევს „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ პროფესიონალ ექიმთა გუნდი:

✅ნევროლოგი
✅გინეკოლოგი
✅პედიარტი
✅კარდიოლოგი
✅ქირურგი
✅ტრავმატოლოგი
✅თერაპევტი
✅ონკო-ჰემატოლოგი
✅პროქტოლოგი
✅ანგიოლოგი

მოსახლეობისთვის ჩატარდება უფასო გამოკვლევები:

✅ექოსკოპია
✅კარდიოგრამა

უფასო სამედიცინო შემოწმებისათვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ალექსანდრე ყაზბეგის N24-ში, ა(ა)იპ განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში.

01/06/2026
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ კონცერტში...
28/05/2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა.

შემოქმედებით საღამოს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ რეგიონულ კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ დუშეთის, მცხეთის, თიანეთის და ახალგორის მუნიციპალიტეტების ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

შემოქმედებითი საღამო სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მცხეთა-მთიანეთის დელეგატისა და მუნიციპალიტეტების მერების ინიციატივით, პირველად 2025 წლის 27 მაისს ჩატარდა და ტრადიციული სახე მიიღო. ღონისძიებას გასულ წელს ქალაქმა მცხეთამ, ხოლო მიმდინარე წელს ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლმა უმასპინძლა.

26 მაისი - ეს დღე ჩვენია!
26/05/2026

26 მაისი - ეს დღე ჩვენია!

გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!ეს დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რო...
26/05/2026

გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ეს დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც თავისუფლების, ეროვნული ღირსებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოდ იქცა. 26 მაისი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული დღეა - დღე, რომელიც გვახსენებს თავისუფლების ფასს, სამშობლოს სიყვარულსა და ერთიანობის ძალას. დამოუკიდებლობა არის მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება, ერთიანობა და თავდადება სჭირდება.

ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, განვითარებასა და წარმატებულ მომავალს, თითოეულ მოქალაქეს კი - კეთილდღეობასა და ბედნიერებას!

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი
კობა გელაძე

25/05/2026

"ფენიქსი ყაზბეგი" - ნეიროგანვითარების ცენტრი

ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, გილოცავთ ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი...
20/05/2026

ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, გილოცავთ ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასრულებას და ახლის დასაწყისს.

დღეს თქვენთვის სკოლის კარი იხურება, მაგრამ იხსნება დიდი ცხოვრების გზა, რომელიც სავსეა ახალი გამოწვევებით, პასუხისმგებლობებითა და შესაძლებლობებით. თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც ჩვენი ქვეყნისა და მშობლიური კუთხის მომავალი უნდა ააშენოს.

გისურვებთ, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სკოლის კედლებში შეიძინეთ, გამხდარიყოს თქვენი წარმატების მყარი საფუძველი. არასოდეს დაივიწყოთ თქვენი ფესვები და ყოველთვის გქონდეთ იმის ამბიცია, რომ დაიპყროთ ყველაზე მაღალი მწვერვალები.
გჯეროდეთ საკუთარი თავის, დასახეთ დიდებული მიზნები და იარეთ წინ შეუპოვრად!

წარმატებებს გისურვებთ მომავალ გზაზე!

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს...
18/05/2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკს“ გამართავს.

პროექტი ორ ლოკაციაზე - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ თავგადასავლებით სავსე, სახალისო, მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამაში და დაეუფლონ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია.

თითოეულ ლოკაციაზე ბანაკი 6-დღიანი პროგრამით 8 ნაკადს უმასპინძლებს.

“ჯარის ბანაკში” მონაწილეობა შეუძლიათ:

IX-XI კლასის (14 – 17 წლის) მოსწავლეებს;

მოსწავლეებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა “ჯარის ბანაკში” 2023-2025 წლებში;

მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ბანაკში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის მიმართეთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას ან საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

Address

ᲧᲐᲖᲑᲔᲒᲘ, ᲓᲐᲕᲘᲗ ᲐᲦᲛᲐᲨᲔᲜᲔᲑᲚᲘᲡ ᲥᲣᲩᲐ 𝐍𝟑𝟔
Kazbegi
4700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577953139

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია • Kazbegi Municipality City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია • Kazbegi Municipality City Hall:

Share