28/05/2026
📣 პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება!
🔷 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკს“ გამართავს.
📍 პროექტი წელს ორ ლოკაციაზე - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება.
🎯 ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
🔷პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ თავგადასავლებით სავსე, სახალისო, მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამაში და დაეუფლონ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია.
თითოეულ ლოკაციაზე ბანაკი 6-დღიანი პროგრამით 8 ნაკადს უმასპინძლებს.
✅ “ჯარის ბანაკში” მონაწილეობა შეუძლიათ:
🔹IX-XI კლასის (14 – 17 წლის) მოსწავლეებს;
🔹მოსწავლეებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა “ჯარის ბანაკში” 2023-2025 წლებში;
🔹მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ბანაკში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია.
📋 შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ: მრავალშვილიანი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ, ობოლ ან/და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს.
✅ შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსს, ვახტან თურქაძეს.
ტელ: 551 166 221
შერჩეულ კანდიდატებს დამატებით დავუკავშირდებით.
ბანაკში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, შეავსონ თანდართული ფორმა მიმდინარე წლის 10 ივნისის ჩათვლით.
https://forms.gle/SRTiwpwgREBtUPcQA