2015 წლის 7 ოქტომბერს შეიქმნა ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება.
დღეისთვის ჩვენს ორგანიზაციაში შედის 13 ბიბლიოთეკა:
ქ. გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკა, ვაჩნაძიანის, ზეგაანის, ველისციხის, სოფ. გურჯაანის, ვეჯინის, ბაკურციხის, კარდენახის, კაჭრეთის, არაშენდის, ქოდალოს, ჯიმითის და ნანიანის სასოფლო ბიბლიოთეკები. გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის შენობის
მეორე სართულზე ფუნქციონირებს გურჯაანის ღვინის ბიბლიოთეკა.
ორგანიზაციაში შედის 7 მუზეუმი:
სოფ. ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი; ქ. გურჯაანის დიდების მემორიალური მუზეუმი, ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი(რომელიც ამჟამად რეაბილიტაციის პროცესშია), სოფელ გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, სოფ. ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმი, სოფ. ბაკურციხის წმ. გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი და სოფ. კარდენახის იოსებ ნონეშვილის მუზეუმი.
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ადმინისტრაცია განთავსებულია ქალაქ გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის შენობაში, ნონეშვილის #2-ში.