Tech Park Gurjaani • გურჯაანის ტექნოპარკი

  • Home
  • Georgia
  • Gurdjaani
  • Tech Park Gurjaani • გურჯაანის ტექნოპარკი

Tech Park Gurjaani • გურჯაანის ტექნოპარკი იდეა ქმნის მომავალს🚀

გურჯაანის ტექნოპარკის ვირტუალური ტური:
https://cutt.ly/BHtAWvq

გურჯაანის ტექნოპარკი წარმოადგენს ფიზიკურ სივრცეს, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. ტექნოპარკში წარმოდგენილი სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) უახლესი დანადგარებითა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაგეხმარებათ სრულ

იად უფასოდ თქვენი იდეის მოდელირებასა და პროტოტიპირებაში; გურჯაანის ტექნოპარკში ყველა პირობაა იმისთვის,რომ შექმნათ ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები,სტარტაპები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.

ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დახმარება გაუწიოს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა კი ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებას.

გურჯაანში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკი 2020 წლის ოქტომბერში გახსნა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Address

Merab Kostava Street 63
Gurdjaani
1500

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995555777877

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tech Park Gurjaani • გურჯაანის ტექნოპარკი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Tech Park Gurjaani • გურჯაანის ტექნოპარკი:

Share