05/06/2026
მდინარესთან დამეგობრება - ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მომავლისთვის
♻️ გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, მდინარე ტანას სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა.
🤝 აქცია გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მუნიციპალური განვითარების განყოფილების ინიციატივით ჩატარდა. მასში მონაწილეობა ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილებამ, ტანას აღკვეთილის რეინჯერებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.
🌿 ღონისძიება განხორციელდა პროექტის „მდინარესთან დამეგობრება – ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება DALIA Rivers Revived ინიციატივის მხარდაჭერით.
🌳 პროექტის მთავარი მიზანია მდინარის ეკოსისტემის, ბუნებრივი წყლებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, ასევე ადგილობრივი საზოგადოების გარემოსდაცვით საქმიანობებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
♻️ დასუფთავების აქციის მონაწილეებმა მდინარე ტანას სანაპირო ზოლი სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან გაწმინდეს და ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობას.
🌏 მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს როგორც გარემოს გაუმჯობესებას, ისე მოქალაქეთა პასუხისმგებლობის გაზრდას ბუნებრივი მემკვიდრეობის მიმართ.
ℹ️ აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს ევროკავშირის „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის DALIA - Danube Region Water Lighthouse Action საქმიანობების ნაწილს.
🌐 პროექტი ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვასა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას გარემოსდაცვით პროცესებში.