სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა

სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა
(დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური)

სკოლის მისია:
შევუქმნათ მოსწავლეებს გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის პიროვნული პოტენციალის გამოვლენის, ტოლერანტული სულისკვეთების და იდენტობის ჩამოყალიბების ხელსაყრელი გარემო. აღვზარდოთ ვაჟა-ფშაველას პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო და მაღალჰუმანისტური იდეალების ღირსეული გამრგძელებლები, რათა თავად შექმნან ღირებულებები.

სკოლის ხედვა:
ჩვენი გამორჩეული უნარი - მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწრაფვა და

ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობა - 2030 წლისთვის დაგვიმკვიდრებს ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის.

ღირებულებები:
განცხადებული მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით სკოლა იხელმძღვანელებს პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს გახდნენ გლობალური სივრცის ღირსეული მოქალაქეები:
პროფესიონალიზმი, სიახლეების მიმღებლობა, ღიაობა, სანდოობა, ტოლერანტობა, გუნდური კულტურა, ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა.

ტრადიცია გრძელდება — ჩვენი სკოლა წელსაც ნიკო კეცხოველი 2026-ის სასკოლო პრემიის ნახევარფინალშია და ფინალს უახლოვდება! ეს ...
05/06/2026

ტრადიცია გრძელდება — ჩვენი სკოლა წელსაც ნიკო კეცხოველი 2026-ის სასკოლო პრემიის ნახევარფინალშია და ფინალს უახლოვდება!

ეს შთამბეჭდავი გამარჯვება ჩვენი ეკოკლუბის ,,მეტამორფოზას“ წევრების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთიანი ძალისხმევის შედეგია. ამ წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი კი, რა თქმა უნდა, კლუბის დაუღალავი ლიდერი და ორგანიზატორი — ქალბატონი ლელა ბედოშვილი.

წინ ფინალია — მწვანე და მდგრადი მომავლისთვის ერთად ვაგრძელებთ სვლას!

წარმატებები!

📣 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს!

გარემოს დაცვის დღესთან ერთად, გილოცავთ საინტერესო და ნაყოფიერი საკონკურსო და სასწავლო წლის დასრულებას და გთავაზობთ ნიკო კეცხოველის 2026 წლის სასკოლო პრემიის ნახევარფინალისტი სკოლების სიას.

გვინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები როგორც კონკურსში, ასევე სწავლასა და გარემოსდაცვით საქმიანობაში.

CENN ამაყობს თქვენი პარტნიორობით!💚

ჩვენთვის ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის და მსოფლიოს მდგრადი, განვითარებული და ბედნიერი მომავლისთვის.

📎 ნახევარფინალისტი სკოლების სრული ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://forestry.ge/ge/kviris-tema/97833-2025-2026-tslebis-niko-kecxovelis-saskolo-konkursis-pirveli-etapi-dasrulda
--
🇬🇪🇦🇹 პრემია ხორციელდება პროექტის — "მწვანე კავკასია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.

Austrian Development Agency

კიდევ ერთი სიახლე ჩვენს სკოლაში — ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი იხსნება!2026-2027 სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში ...
04/06/2026

კიდევ ერთი სიახლე ჩვენს სკოლაში — ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი იხსნება!

2026-2027 სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში იფუნქციონირებს თანამედროვე რობოტიკის კლუბი, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი!
არაფორმალური განათლების ფარგლებში, ჩვენი პატარა გამომგონებლები ისწავლიან ბლოკურ პროგრამირებას, იმუშავებენ სენსორებთან და შეეცდებიან საკუთარი საინტერესო იდეები ნამდვილ რობოტებად აქციონ.

როგორ მოვიპოვეთ ეს შესაძლებლობა?
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ქვეპროგრამის „STEAM განათლება“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უამრავი სკოლა ჩაერთო კონკურსში.

ჩვენმა პედაგოგმა, ელა ლოთეშვილმა გაიარა შესარჩევი ეტაპი, წარმატებით დაძლია ოფიციალური ტესტირება და ჩვენი სკოლა საქართველოს 100 საუკეთესო სკოლას შორის მოახვედრა!

რას მიიღებს სკოლა და მოსწავლეები?
სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლა ეტაპობრივად აღიჭურვება რობოტიკის სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე რესურსებით: მრავალფუნქციური მიკროკონტროლერებით, სენსორებითა და შემოქმედებითი მასალებით.
ხოლო ზაფხულში, ჩვენი ლიდერი მასწავლებელი გაემგზავრება სპეციალურ 5-დღიან რობოტიკის ბანაკში პრაქტიკული გამოცდილების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

ვულოცავთ ჩვენს მასწავლებელს ელა ლოთეშვილი, სკოლასა და მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას!

წინ უამრავი აღმოჩენა და საინტერესო საინჟინრო პროექტები გველოდება!

სიახლე ჩვენს სკოლაში — ახალი სასწავლო წლიდან STEAM კლუბი იხსნება! მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდა...
04/06/2026

სიახლე ჩვენს სკოლაში — ახალი სასწავლო წლიდან STEAM კლუბი იხსნება!

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში იფუნქციონირებს თანამედროვე STEAM კლუბი, რომელიც საბაზო საფეხურის მოსწავლეებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, არაფორმალური განათლების ფარგლებში განავითარონ ტექნოლოგიური, საინჟინრო და შემოქმედებითი უნარები. ჩვენი მოსწავლეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე და საკუთარ ინოვაციურ იდეებს ნამდვილ პროტოტიპებად აქცევენ!

როგორ მოვიპოვეთ ეს შესაძლებლობა?
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ქვეპროგრამის „STEAM განათლება“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ასობით სკოლა ჩაერთო კონკურსში.

ამ წარმატების მიღწევა ჩვენი სკოლის მათემატიკის მასწავლებლის, ნინო რაზმაძის დამსახურებაა, წარმატებით ჩააბარა რთული ტესტირება და უმაღლესი ქულების წყალობით, ჩვენი სკოლა საქართველოს 100 საუკეთესო სკოლას შორის მოახვედრა!

რას მივიღებთ პროგრამისგან?
სამინისტროს მხარდაჭერით, ჩვენი სკოლა ეტაპობრივად აღიჭურვება თანამედროვე STEAM რესურსებით: ტექნოლოგიური მოწყობილობებით, მიკროკონტროლერებით, სენსორებითა და შემოქმედებითი მუშაობისთვის საჭირო ყველა მასალით.

კლუბის გახსნამდე, ჩვენი ლიდერი მასწავლებელი გაემგზავრება სპეციალურ ერთკვირიან STEAM ბანაკში პრაქტიკული გამოცდილების გასაღრმავებლად.

ვულოცავთ ჩვენს პედაგოგს ნინო რაზმაძე, სკოლასა და მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას!

წინ საინტერესო, ინოვაციური და აღმოჩენებით სავსე ახალი სასწავლო წელი გველოდება!

2026 წლის  30 მაისს, სსიპ ვაჟა -ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9  საჯარო სკოლის ეკო-კლუბის „მეტამორფოზას“ ორგანიზებითა ...
01/06/2026

2026 წლის 30 მაისს, სსიპ ვაჟა -ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის „მეტამორფოზას“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მოსწავლეთა რაიონული კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „სიცოცხლის წყარო’’

⭕️კონფერენციაში მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ეკო კლუბები იღებდნენ.

⭕️კონფერენციის მიზანი იყო:
• მოსწავლეებში/მოსახლეობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება;
• სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;
• რაიონის სკოლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა; ასევე ,,ნიკო კეცხოველის პრემია 2026“ კონკურსში გორის მუნიციპალიტეტიდან ჩართული სკოლების მუშაობის შეჯამება და გამოცდილების გაზიარება.

⭕️კონფერენციაზე 5 საპრეზენტაციო მოხსენება გაკეთდა წყლის მნიშვნელობასა და როლზე საზოგადოებისა და გარემოსთვის.

⭕️პრეზენტაციები გააკეთეს როგორც სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის ეკო კლუბის ,,მეტამორფოზას” მოსწავლეებმა, ასევე სოფელ ხიდისთავის, ახალდაბისა და გორის მე-8 სკოლის ეკო კლუბებში ჩართულმა მოსწავლეებმაც.

⭕️კონფერენციამ ძალიან საინტერესო და ინერაქტიული სახე მიიღო.
დასასრულს ყველა მომხსენებელს გადაეცა სერტიფიკატი.

მადლობა თითოეულ მონაწილეს კონფერენციაში აქტიური ჩართულობისათვის.

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა ულოცავს მე-8 კლასის მოსწავლეს, ლუკა გოგიაშვილს, კრივის მოსწავლე...
01/06/2026

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა ულოცავს მე-8 კლასის მოსწავლეს, ლუკა გოგიაშვილს, კრივის მოსწავლეთა საერთაშორისო ტურნირზე პირველი საპრიზო ადგილის დაკავებას.

🇬🇪 🏆 ლუკა გოგიაშვილი (90 კგ), ბუდაპეშტში (უნგრეთი) მოსწავლეთა ასაკში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
🥇 გორელმა სპორტსმენმა, დღეს ფინალურ შეხვედრაში ადგილობრივი მოკრივე დაამარცხა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე დადგა.
🥊 ლუკა გოგიაშვილი - გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლის წარმომადგენელია. მისი მწვრთნელები არიან ავთანდილ შოშიაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი.

დღეს, 1 ივნისს, ჩვენი ქვეყანა ორ უმნიშვნელოვანეს და სიმბოლურ დღესასწაულს აღნიშნავს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და...
01/06/2026

დღეს, 1 ივნისს, ჩვენი ქვეყანა ორ უმნიშვნელოვანეს და სიმბოლურ დღესასწაულს აღნიშნავს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას.

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ყველა ბავშვს, მშობელსა და მასწავლებელს ამ ორ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს!

ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ მშვიდობიან, ლაღ, ცოდნითა და სიყვარულით სავსე მომავალს. წმინდა ნინოს მადლი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს!

#ბავშვთადაცვისდღე #ნინოობა #1ივნისი #ჩვენიმომავალი #სკოლა

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!გილოცავთ!გიზიარებთ ჩვენი მოსწავლეების მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა...
26/05/2026

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

გილოცავთ!

გიზიარებთ ჩვენი მოსწავლეების მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საიტს ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა".

იდეის ავტორი: სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ლელა კაკაშვილი Lela Kakashvili

ვებგვერდის ავტორი და დეველოპერი: სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის ინტეგრირებული პროფესიული კოლეჯის მოსწავლე შაკო სვანიძე

ტესტირება და მხარდაჭერა: საბა პაპიძე

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სრული ისტორია — დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1921 წლის ოკუპაცია...

26 მაისი - ჩვენი ეროვნული სიამაყისა და თავისუფლების სიმბოლოა. წელს ამ უდიდეს დღესასწაულს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ისტ...
26/05/2026

26 მაისი - ჩვენი ეროვნული სიამაყისა და თავისუფლების სიმბოლოა. წელს ამ უდიდეს დღესასწაულს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღი უერთდება — 1700 წელი საქართველოს გაქრისტიანებიდან.

გილოცავთ!

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლამ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გამოსცა სკოლის გაზეთის მორიგი ნომერი ,,ცნობის ფურცელი, მეცხრეს ამბების დასტა", რომელიც მიეძღვა 1918-1921 წლების საქართველოს - ,,დამოუკიდებლობის ქართული გაკვეთილები 1918-1921 წლები".
სკოლის გაზეთის იდეის ავტორი და რედაქტორი: ხათუნა ტაბიძე Khato Tabidze და ნონა ბალიაშვილი ნონა ბალიაშვილი

ასევე, გიზიარებთ ჩვენი მოსწავლეების მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საიტს ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა".
იდეის ავტორი: სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ლელა კაკაშვილი Lela Kakashvili

ვებგვერდის ავტორი და დეველოპერი: სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის ინტეგრირებული პროფესიული კოლეჯის მოსწავლე შაკო სვანიძე
ტესტირება და მხარდაჭერა: საბა პაპიძე

https://republic1918.ge/

მიმდინარე წლის 23-24-25 მაისს, გორის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ინტ...
25/05/2026

მიმდინარე წლის 23-24-25 მაისს, გორის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ინტელექტჩემპიონატი 2026 – „რა? სად? როდის?“.

კონკურსში მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლების VIII-IX და X-XI კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები. ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გამოევლინათ საკუთარი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარები.

ინტელექტუალური შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში VIII-IX და X-XI გაიმართა, თითოეული ასაკობრივ ჯგუფში კი 67 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები ორივე ასაკობრივ ჯგუფში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
VIII-IX კლასის მოსწავლეების გუნდმა ღირსეულად მოიპოვა VI ადგილი,
ხოლო X-XI კლასის მოსწავლეების გუნდმა — V ადგილი.

შეხვედრები განსაკუთრებული ინტერესით, კონკურენციითა და დადებითი ემოციებით იყო დატვირთული. ჩვენმა მოსწავლეებმა ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და აქტიურად ჩაერთნენ ყველა ტურში.

ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს წარმატებულ გამოსვლას და მადლობას ვუხდით გორის მერიას გორის მუნიციპალიტეტის მერია შემეცნებითი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

წინ მრავალი წარმატება გვექნება!

2026 წლის 22 მაისს, ჩვენი სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან თეა ოდიშვილი ერთად, უმასპინძლეს ქალაქ კასპის სტომა...
24/05/2026

2026 წლის 22 მაისს, ჩვენი სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან თეა ოდიშვილი ერთად, უმასპინძლეს ქალაქ კასპის სტომატოლოგიური კლინიკა ,,ელიტ მედ გრუპი“-ის ხელმძღვანელსა და ექიმ-სტომატოლოგს, ქალბატონ შორენა ხუციშვილის.

აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა პროექტის ,,მე ვიხეხავ კბილებს“ ფარგლებში, რომლის მიზანიც მოსწავლეებისათვის პირის ღრუს ჰიგიენისა და კბილების მოვლის მნიშვნელობის გაცნობა იყო.

ბავშვებმა მიიღეს სასარგებლო რჩევები, შეხვედრის დასასრულს პატარებს გადაეცათ საჩუქრები და სამახსოვრო მასალები.

Address

Stalini Avenue 32
Gori
1400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category