14/08/2026
🚧გორში, ჭავჭავაძის გამზირის ერთ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
15 აგვისტოდან, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, ჭავჭავაძისა და ქართლის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთამდე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
🚧მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები და მუნიციპალური ავტობუსები ქართლის ქუჩის გავლით იმოძრავებენ.
სატრანსპორტო მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის და გთხოვთ, გადაადგილებისას გაითვალისწინოთ აღნიშნული შეზღუდვა.