29/03/2021
https://www.facebook.com/101823779896820/posts/3859214227491071/
🌊🥤 ოკეანეებში მოხვედრილი ნარჩენების 80% პლასტმასის ნარჩენებია, რაც ყოველ წელს მილიონზე მეტი ზღვის ბინადრის სიკვდილის მიზეზი ხდება. ზღვის ბინადრები ხშირად პლასტმასის ნარჩენებში ებლანდებიან ან პლასტმასის ნარჩენებით იკვებებიან, რაც ხელს უშლის საჭმლის მონელების პროცესს, ამცირებს კუჭის ტევადობას და საბოლოოდ ცხოველის სიკვდილს იწვევს.
მსოფლიოში ნარჩენების არაერთი მცურავი კუნძული არსებობს; მაგალითად, წყნარ ოკეანეში არსებული ნარჩენების კუნძული ფართობით სამჯერ აღემატება საფრანგეთს. UNEP-ის გათვლების თანახმად, ოკეანეების პლასტმასით დაბინძურების ეკონომიკური ზარალი 8 მილიარდ დოლარს უდრის.
Emblas პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, შავ ზღვაში მოხვედრილი ნარჩენების 83% - ს პლასტმასა შეადგენს.
🇳🇴 🇬🇪 საქართველოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროსა და CENN მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის (პნპეპ) შემუშავება მიმდინარეობს. პროგრამის ძირითად მიზანს პლასტმასის ნარჩენების პრევენცია და შესაბამისად, გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირება წარმოადგენს.
🌊🥤 80% of the waste found in the oceans is plastic waste. Over a million sea animals die from plastic pollution in the ocean either from entanglement of indigestion.
There are several floating garbage patches in the oceans across the world, the great pacific garbage patch for example is three times the size of France. UNEP estimates that damage to marine environments is at least USD 8 billion per year globally.
According to the research done within the environmental monitoring project by Emblas, in Georgia, 83% of the waste found in the black sea is plastic waste.
🇳🇴 🇬🇪 In Georgia, the Ministry of Environmental Protection and Agriculture and the environmental organisation CENN, with the support of the Norwegian Ministry of Foreign Affairs, are developing a National Plastic Waste Prevention Program (NPWPP). The main goal of the program is to reduce plastic waste and, consequently, to reduce the damage to the environment.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო Norwegian Embassy in Tbilisi