დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall

  • Home
  • Georgia
  • Dmanisi
  • დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ?

დმანისი მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. დმანისის ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში მცირე დასახლება იყო, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს-ის 80-იან წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუ

ფლა. დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა XII-XIII სს-ში. XVI ს-დან ქალაქი დაცემის გზაზეა, მოიშალა ეკონომიური ცხოვრება, შემდეგ კი სულ გაპარტახდა და გაუკაცრიელდა. 1921-1947 წლებში მას ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 3,4 ათასი (2002 წ.).

თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI-XV სს.), სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი — თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. დმანისში არის ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

05/05/2026
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი  გოგონათა საფეხბურთო გუნდს შ...
01/05/2026

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი გოგონათა საფეხბურთო გუნდს შეხვდნენ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადასცეს.

,,აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებასა და მათი მოტივაციის ამაღლებას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია კობა მურადაშვილის განცხადებაში.

შეხვედრას ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის დირექტორი დავით ჩხვიმიანი და გოგონათა გუნდის მწვრთნელი გეგი აბრამიშვილი ესწრებოდნენ.

01/05/2026
თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცესდმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადა...
30/04/2026

თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცეს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს მათ განსაკუთრებულ როლს საზოგადოების საგანმანათლებლო ცხოვრებაში.

„თქვენი შრომა, რომელიც წიგნიერების პოპულარიზაციას ემსახურება, ფასდაუდებელია. გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ენერგიას და ბევრ ერთგულ მკითხველს,“- აღნიშნა მათთან შეხვედრისას კობა მურადაშვილმა.

30/04/2026

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილთან ერთად კომპანია RMG-ის საწარმოო ობიექტები დაათვალიერა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილთან ერთად კომ...
29/04/2026

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილთან ერთად კომპანია RMG-ის საწარმოო ობიექტები დაათვალიერა.

თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს 4 თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა, რომლებიც მდინარეების ფოლადაურის, კაზრეთულასა და მაშავერას დაბინძურებისგან დაცვას უზრუნველყოფს. დაათვალიერეს მე-2 სანაყაროზე განხორციელებული გამწვანების სამუშაოები და გაეცნენ კომპანიის სანერგე მეურნეობის ოპერირების პროცესს. კომპანიამ წარმოადგინა მტვერდამჭერი სისტემები და გზების მორწყვის სპეციალური მექანიზმები, რომლებიც მავნე ნივთიერებების გაფრქვევას უშლის ხელს.
ასევე დაათვალიერეს მშრალი კუდსაცავის ახალი პროექტი, რაც ნარჩენების მართვის უფრო უსაფრთხო მეთოდია.

გასვლითი ღონისძიება არემჯის და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით დაიგეგმა და მისი მიზანი იყო კომპანიის გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარეებისათვის.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს 3 თვიან პროექტს - „შემოქმედებითი კლუბი“.პროექტი განკუთვნილია დმანისის მუნიციპალი...
25/04/2026

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს 3 თვიან პროექტს - „შემოქმედებითი კლუბი“.

პროექტი განკუთვნილია დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12-14 წლის ახალგაზრდებისთვის და მიზნად ისახავს შემოქმედებითი უნარების განვითარებას, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან სამ ძირითად მიმართულებაში:
არქიტექტურული მოდელირება, ქანდაკება (ძერწვა) და ფერწერა. სწავლება განხორციელდება პრაქტიკულ ფორმატში, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტრენერის ხელმძღვანელობით.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონული ფორმის საშუალებით:
https://forms.gle/E3CQQZbe8AJSb6fMA

რეგისტრაცია ხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 აპრილი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდაშე...
24/04/2026

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე მერმა, მათთან სოციალური პროგრამები და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

კობა მურადაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია საქმიანობას მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად განახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ღონისძიებები ერთობლივად დაგეგმეს.

დმანისის მუნიციპალიტეტმა უსინათლო მოქალაქეებს მოლაპარაკე ტაქტიკური საათები გადასცადმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მ...
23/04/2026

დმანისის მუნიციპალიტეტმა უსინათლო მოქალაქეებს მოლაპარაკე ტაქტიკური საათები გადასცა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მკვეთრად გამოხატული უსინათლო სტატუსის მქონე 18 ადგილობრივ მოქალაქეს, მერიის სახელით სპეციალური მოლაპარაკე (ტაქტიკური) მაჯის საათები გადასცა.

კობა მურადაშვილის განცხადებით, ღონისძიება მუნიციპალიტეტის სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებაა.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართამერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პ...
22/04/2026

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირების, სერვის ჯგუფის და ა(ა) იპ სამსახურების თანამშრომლების მიერ დასუფთავდა საპიკნიკე სივრცეები და საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია.

მსგავსი ღონისძიებების მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სუფთა გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს.

21 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ...
21/04/2026

21 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა.

​ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა მოქალაქეებმა უფასოდ ჩაიტარეს ​ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, B და C ჰეპატიტებისა და აივ-ინფექციის სკრინინგი.

​მოსახლეობას ასევე საშუალება ჰქონდა, გაევლო სხვა არაგადამდები დაავადებების პრევენციული შემოწმება.

​აქცია მიზნად ისახავდა დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობას.

Address

წმინდანინოს #41
Dmanisi
1700

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall:

Share