ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია

  • Home
  • Georgia
  • Chokhatauri
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, Government Organization, წერეთლის #2, Chokhatauri.

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
08/09/2026

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

ჩოხატაურის მერმა მინდია ჟღერიამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალი...
05/09/2026

ჩოხატაურის მერმა მინდია ჟღერიამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.

მიმდინარეობს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებული შემდეგი პროექტები:
• ქვენობანი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
• ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ახალშენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
• სოფელ ამაღლების ცენტრიდან, ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ ცენტრალური გზის მიმართულებით, უმოკლესი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
• შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრალური გზიდან სასაფლაოს მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
• სოფელ დაბლაციხეში ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
• ხევი-ერკეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
• ⁠გორაბერეჟოულის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისა და სოფელ გორაში კოტრიკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში:
• „მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ერკეთის დედათა მონასტერთან” მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
• ⁠დაბლაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვ. ჩხიკვაძის ეზოსთან, სტიქიის შედეგად დაზიანებული რკინაბეტონის კედლის მოწყობის და საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები.
• ⁠ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ინტაბუეთში მ. ბასილიას სახლთან სტიქიისგან დაზიანებული რკინაბეტონის კედლისა და საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის გასტროლის ფარგლებში, სპექტაკლი „უცნა...
05/09/2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის გასტროლის ფარგლებში, სპექტაკლი „უცნაური ქალბატონი სევიჯი“ გაიმართა, რომელსაც ჩოხატაურის მერი მინდია ჟღერია, მოადგილე ლევან ჩხიკვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

გასტროლი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, ა(ა)იპ ისტორიის, ეთნოლოგიისა და რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებითა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ჩოხატაურის მერმა მინდია ჟღერიამ მოქალაქეთა მიღება გამართა.მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება ყოველ პარასკევს იმარ...
04/09/2026

ჩოხატაურის მერმა მინდია ჟღერიამ მოქალაქეთა მიღება გამართა.

მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება ყოველ პარასკევს იმართება.

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თვითმმ...
03/09/2026

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე თვითმმართველობების მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათი შესრულების ვადები და ხარისხი.

სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე და გამოკვეთონ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც აქცენტები გაკეთდება 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პერიოდში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, მოადგილეებთან, საკრე...
02/09/2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანლთან ერთად, სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნო.

საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი 1 სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეუძლიათ.

პუნქტებში მისვლა მსურველებისთვის ყოველდღე 11:00 საათიდან 19:00 საათამდეა შესაძლებელი.

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას;

🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.

ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც:

1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;

2. არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტია და 120 001 ქულაზე ნაკლებია;

3. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

4. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული სპექტაკლის – „უცნაური ქალბატონი სევიჯის“ გასტროლი ჩოხატაურში.4 სექ...
30/08/2026

თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული სპექტაკლის – „უცნაური ქალბატონი სევიჯის“ გასტროლი ჩოხატაურში.

4 სექტემბერი.
18:00 საათი.
ხელოვნების სასახლე.

გასტროლი ტარდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს თანადგომით, ა(ა)იპ ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით.

სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

30/08/2026

🎶ბესო კალანდაძის საიუბილეო საღამო!

📅 3 სექტემბერი
🕕 18:00 საათი
📍ხელოვნების სასახლე

დასწრება თავისუფალია!

27/08/2026

Address

წერეთლის #2
Chokhatauri
4900

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია:

Shortcuts

Share