20/04/2024
🇬🇪🇪🇺
‼️ გიყვებით პატარა წერტილზე ჩვენი საინიციატივო ჯგუფის სახით, რომელიც 2018 წელს შეიქმნა ლესიჭინეს თემში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის "ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის" ფარგლებში (არასამთავრობო სექტორი).
სახელებისა და ტერმინების წვიმას აღარ გავაგრძელებთ ამ პოსტის ასქროლვის არიდების მცდელობით და უბრალოდ, გეტყვით, რომ აქედან მოყოლებული დღემდე დაგროვდა პატარ-პატარა საქმეები, რომლებიც ჩვენს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, თემისა და საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების მცდელობა იყო. სიტყვა - "მცდელობა" იმიტომ, რომ ეს სიტყვა უფრო მეტად იტევს გულწრფელ სურვილს იმისა, რაც ამ ყველაფრით გვინდოდა/გვინდა - სულ მცირედით მაინც უკეთეობისკენ შეცვლა იმ გარემოსი, რომელშიც ყოველდღიურად ვცხოვრობთ. ასევე, "მცდელობა" იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან არ ყოფილა არანაირი "რაღაც" ინტერესები/სარგებლები, რომლის არსებობაზეც ბუნებრივად შეიძლება დაეჭვდეს ვინმე იმ უამრავი სირბილის, სამუშაო დროს გადადამეტებეული საათების, სიცივისა თუ სიცხის გამო, რომელშიც ეს ყველაფერი ხდებობდა/ხდება. ასევე, "მცდელობა" იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მოიცავდა თითქმის ყველაფრის პირველად სწავლის ცდას და ასევე, ამისთვის "უცნაურად" დიდი მონდომებით დახარჯულ დროს, ენერგიას, დილას, საღამოს და მოთმინებას, მათ შორის, ბევრი სხვა ადამიანის მოთმინებასაც, რომელიც ამ სწავლების საშუალებას გვაძლევდა და გვასწავლიდა. "მცდელობა" კიდევ იმიტომ, რომ ეს პოსტი არ არის სიამაყით მუცელზე ხელის გაკვრისთივის და იმის სამტკიცებელი, რომ ყველაფერი იდალურად გამოვიდა, ჩვენ ასეთი მაგრები ვართ და ა.შ.
პირიქით, როგორც გითხარით, ეს არის პატარა წერტილი, რომელსაც თავის პატარა სოფლის საკეთილდღეო პატარა მიზნები აქვს. სოფლისთვის, რომელშიც არ არსებობს კულტურის სახლი, არ არსებობს კინო, თეატრი, ახალაგზრდული სივრცე ან რამე სახის არაფორმალური გარემო ახალგაზრდებისთვის. სოფელში, სადაც ახალგაზრდებს სჭირდებათ ტექნიკა, ადამიანური ძალა, ცოდნა და რესურსი იმისთვის, რომ აჯობონ იმ გარემოს, სადაც ყოფნა მათგან დამოუკიდებელი არჩევანი იყო და განვითარება შეძლონ. სოფელში, სადაც სამოქალაქო ცნობიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, სათემო ღონისძიებები, მოქალაქეების მხრიდან მათ ირგვლივ არსებული პრობლემების ადვოკატირება წარმოადგენს გამოწვევას. სწორედ ასეთ სოფელში, ვიღაცას მოუნდა, რომ გაეღო რესურსი ამ ყველაფრის სულ ცოტათი გამოსწროების ან გამოსწორების საჭიროების რეალობის გააზრებისთვის ბიძგი მიეცა. ხოდა, ამ ბიძგის შედეგია, ჩვენი პატარა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ამ ბიძგის დახმარებით ხან სკამები, ხან პროექტორის ეკრანი, ხან წიგნები, ხან ფოტოაპარატი, ხან პრინტერი, ხან ლამინირების აპარატი, ხან პროექტორი, ხან ლეპტოპი შეიძინა/მოიპოვა, ხან სოფლის სკვერის მოწყობა შეძლო, ხან სოფლის ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიცემას ეცადა ტრენინგების, გასვლითი ვიზიტების და სხვა არაფორმალური შეხვედრების ფონზე.
და, ჩვენ მართლა გვქონდა/გვაქვს გულრწფელი სურვილი/ მცდელობა რომ თითოეული ეს პატარა რესურსი, რომლის მნიშვნელობაც არც თუ ისე მცირეა ზემოთ აღწერილ გარემოში სოფლის ნებისმიერი ახალგაზრდისთვის გაზიარებული ყოფილიყო. განვმეორდებით, რომ შეიძლება ეს ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდა, შეიძლება, ამით "ქვეყანა ვერ დავაქციეთ", მაგრამ ჩვენ ვცდილობდით და ვცდილობთ.
ეს ბიძგი ჩვენ გვჭირდება და "ჩვენ" არ არის ეს ჯგუფი, არამედ არის სოფელი, თემი, ახალგაზრდები. შესაბამისად, ჩვენ შეუძლებელია მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ისეთი ტიპის ქმედებას/კანონს, რომელმაც ამ ბიძგის არსებობა დააზიანოს და შეზღუდოს, რაც, თავის მხრივ, დამღუპველი იქნება ამ პატარა წერტილის არსებობისთვის.
🇬🇪 აქვე, გეტყვით, რომ ამ წლების მანძილზე ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის მხარდაჭერა, რომელიც არაერთხელ ვიგრძენით თემში მცხოვრები ახალაგზრდებისგან, რომლთა ჩვენთან ერთად ყოფნა მთავარი ძალაა, ჩვენი მასპინძელი სკოლის ადმინისტაციისგან, რომელიც დღემდე გვაძლევს შესაძლებლობას ვისარგებლოთ სივრცით, ასევე, მუნიციპალიტეტისგან, რომელიც თანამშრომლობდა/თანამშრომლობს ჩვენს პროექტებთან. იმედი გვაქვს, იმ მთავარ ბიძგთან ერთად, რასაც არასმთავრობო სექტორისგან ვიღებთ პატარ-პატარა საქმეები კიდევ დიდხანს გაგრძელედება ჩვენს თემში, უფრო მეტი ადამიანის ჩართულობითა და დიდი საქმეებითაც. ძალიან გვიყვარხართ ყველა, ჩვენი სოფელი და ჩვენი დიდი სოფელიც - ჩვენი ქვეყანა!
თემის განვითარების რესურს ცენტრი (СDRC)
#ორგანიზაციაგანვითარებისკერა
განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური
#ახალგაზრდულიკლუბიჭყიტა