ქართული რესპუბლიკა

ქართული რესპუბლიკა მოძრაობა "ქართული რესპუბლიკა"

07/06/2026

ბოლნისის ბაზარში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა და საუბარი დავასრულეთ. პრობლემები, რომლებზეც ადამიანები გვესაუბრებიან, თითქმის ყველგან ერთნაირია და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

მთავარი საკითხები, რაც დღეს ბოლნისელებს აწუხებთ მოისმინეთ ვიდეოში 👇

07/06/2026

ბოლნისში მოსახლეობასთან სასაუბროდ მივდივართ.

მათ, ვისაც სურს ამ და სხვა საქმეებში დაგვეხმაროს, ანგარიშის ნომრებს კომენტარებში იპოვით

06/06/2026

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართულ ენას კლავენ!

სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და სანამ რუსეთი აგრძელებს იმპერიალისტურ პოლიტიკას, საქართველოში არ უნდა ტარდებოდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ამ რეალობას თვალს აარიდებს.

ჩვენ გვახსოვს ისტორია და არ ვაპირებთ შეგუებას!

06/06/2026

მოკლედ იმის შესახებ, თუ რას ვაპროტესტებდით დღეს “პუშკინის სკვერში”

06/06/2026

“მაშინ, როცა გალსა და ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო რეჟიმი ქართულ სკოლებს ხურავს, ქართულ ენას ანადგურებს და ჩვენს მოქალაქეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას უკრძალავს, დედაქალაქის ცენტრში „რუსული ენის დღის“ ნებისმიერი ფორმით აღნიშვნა დანაშაულებრივი პოლიტიკის ნაწილია”

Giorgi Tavartkiladze

06/06/2026

„ჩემი მიწიდან ვარ გამოდევნილი... ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ღვთისმსახურებაც კი არ ტარდება, ქართველებს ყოველდღიურად ჩაგრავენ ქართული ენის გამო და ამ დროს რუსული ენის დღის აღნიშვნა ნებისმიერი ქართველისთვის შეურაცხყოფაა!“

Ilia Ghlonti

06/06/2026

გიორგი თავართქილაძის მიმართვა საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენელს

მაშინ, როცა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ქართულ ენას კლავენ, თბილისში რუსული ენის დღის აღნიშვნა დაუშვებელია.

06/06/2026

საქართველოში რუსული ენის დღე არ უნდა აღინიშნებოდეს!

05/06/2026

ამ ვიდეოში გაიგებთ, რომელი ქვეყნები უჭერენ მხარს და რომელი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის უკან დაბრუნების შესახებ რეზოლუციას.

05/06/2026

„ქართველი ყოველთვის დაიცავს საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და საკუთარ სამშობლოს...“

ქვემო ალვანში, ადგილობრივი მოსახლეობის სახსრებითა და ინიციატივით, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი დაიდგა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ სცემს ხალხი პატივს ჩვენი გმირების ხსოვნას.

Address

Chiat'ura

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართული რესპუბლიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share