ქართული იდეა - ჭიათურის ორგანიზაცია

  • Home
  • Georgia
  • Chiat'ura
  • ქართული იდეა - ჭიათურის ორგანიზაცია

ქართული იდეა - ჭიათურის ორგანიზაცია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,?

29/10/2020
20/10/2020

ზინა გველესიანი ქართული იდეა N 44 ის მაჟორიტარი დეპუტატი

''ქართული იდეა'' ს საარჩევნო სიის პრეზენტაცია
14/10/2020

''ქართული იდეა'' ს საარჩევნო სიის პრეზენტაცია

ქალბატონი ზინა გველესიანი (განათლების მეცნიერებათა დოქტორი) ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი - საზოგად...
24/09/2020

ქალბატონი ზინა გველესიანი (განათლების მეცნიერებათა დოქტორი) ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი - საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "ქართული იდეა"-დან!
№4️⃣4️⃣

კვირიკობას მეუფე ილარიონმა დაგვლოცა და მხარი დაგვიჭირა სოდომიის პროპაგანდა-დაკნონების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებაშ...
28/07/2019

კვირიკობას მეუფე ილარიონმა დაგვლოცა და მხარი დაგვიჭირა სოდომიის პროპაგანდა-დაკნონების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებაში (28.07.2019)

კვირიკობას მეუფე ილარიონმა დაგვლოცა და მხარი დაგვიჭირა სოდომიის პროპაგანდა-დაკნონების წინააღმდეგ ხელმოწერებ....

გააზიარეთ...
18/07/2019

გააზიარეთ...

ქვეყანაში მიმდინარე მკვეთრი ანტილგბტ და ანტილიბერალური პროცესების კვალდაკვალ (რაც, როგორც ჩანს, სულ მალე კიდევ ....

ყველას, ვისაც სურვილი და საშუალება გაქვთ ამობეჭდეთ ეს ფაილი და რაც შეიძლება ბევრ ახლობელს მოაწერინეთ ხელი. მივმართავთ ჩვ...
18/07/2019

ყველას, ვისაც სურვილი და საშუალება გაქვთ ამობეჭდეთ ეს ფაილი და რაც შეიძლება ბევრ ახლობელს მოაწერინეთ ხელი. მივმართავთ ჩვენს ემიგრანტებს და ვთხოვთ, რომ ტაძრებში წირვის შემდეგ, თუ კერძო შეხვედრებისას, ყველგან შეაგროვეთ ხელმოწერები, ასევე სთხოვოთ საქართველოში მყოფ თქვენს ოჯახის წევრებს და ახლობლებს, რომ გვერდში დაგვიდგნენ ამ საქმეში…

ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას! ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი ვითხოვთ: 1) საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად, მ.....

ლევან ჩაჩუა: "ჩვენ -„ქართული იდეა“, ასევე – გურამ ფალავანდიშვილი, გურამ ქართველიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, „ქალთა პარტ...
05/06/2019

ლევან ჩაჩუა: "ჩვენ -„ქართული იდეა“, ასევე – გურამ ფალავანდიშვილი, გურამ ქართველიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, „ქალთა პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი და მთელი რიგი სხვა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამ სიბილწეს ვუპირისპირდებით. თბილისში ლგბტ-პრაიდს არ დავუშვებთ!
პრაიდის ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვანია მათი აქტივობა დედაქალაქის ცენტრში ჩატარდეს. სხვადასხვა ქვეყნებში ამგვარი ბილწი ღონისძიებების გამართვას, განსაკუთრებით, ცენტრალურ ქუჩებზე აღლუმის მოწყობას, შორსმიმავალი და რიტუალური დატვირთვა აქვს.

– მაინც, რა დატვირთვა აქვს?

– როცა რომელიმე ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში გეი-აღლუმი ეწყობა, ამით საზოგადოების მიმართ კეთდება ერთგვარი გზავნილი, რომ პროცესებს ჰომოსექსუალები და ლესბოსელები მართავენ. ასეთი აღლუმები ერთგვარი სატანისტური რიტუალია. რა თქმა უნდა, მას პროპაგანდისტული დანიშნულებაც აქვს. ათეისტებისთვის ის უზნეობის კულტივაციაა, მორწმუნეებისთვის კი ქვეყნის სულიერ-ზნეობრივი საფუძვლების რყევის მცდელობა. ერთ ბილწ ნაბიჯს სხვა მოსდევს და ა.შ.

– საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ხალხს გამოხატვის უფლება უნდა ჰქონდეს.

– საზოგადოების ამ ნაწილს მინდა ვუთხრა, რომ ამგვარი პრაიდები უწყინარი არ არის. ეს ანგრევს ნორმალურ ცხოვრებას და ამრავლებს სიბილწეს. ამის დასამტკიცებლად სხვა ქვეყნების მაგალითებს მოვიყვან. თანამედროვე შვედების წინაპრები-ვიკინგები უბადლო სიმამაცის მქონე განთქმული მეომრები იყვნენ და საკუთარი ტრადიციებითაც გამოირჩეოდნენ. მაგრამ, შვედები ისე გამოატოლერანტეს, რომ ამ ქვეყნის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი სამღვდელობას დაემუქრა. მან თქვა, რომ პასუხისგებაში მეცემა ყველა მღვდელმსახური, რომელიც უარს იტყვის ჯვარი დაწეროს ერთნაირსქესიან წყვილებს.
ახლა გამოვიდეთ მართლმადიდებელ სერბეთში, სადაც საქართველოს მსგავსად, ქრისტიანობისთვის ბევრი წამებულია. ამ საკითხებში სერბები ყოველთვის სიმკაცრეს და შეუპოვრობას იჩენდნენ. ორიოდე წლის წინ, კი მათ დაუშვეს ბელგრადში გეი-აღლუმის ჩატარება და რამდენიმე თვეში სერბებს პრემიერ-მინისტრად ღია ლესბოსელი დაუნიშნეს.

– ამით რისი თქმა გსურთ?

– იმის, რომ დიდი საფრთხე გვემუქრება. თუ ეს სიბილწე დავუშვით, საქართველო ზნეობრივად, მორალურად დაეცემა, წელში გადატყდება.
ლგბტ-პირები საქართველოში არ იდევნებიან. ისინი წარმოდგენილნი არიან შოუბიზნესშიც, ჟურნალისტიკაშიც, ხელისუფლებაშიც და ამ კატეგორიას არავინ ჩაგრავს, პირიქით, ანტიდისკრიმინაციული კანონით ისინი პრივილეგირებულ სიტუაციაშიც კი ჩააყენა ,,ოცნების” ხელისუფლებამ. ჩვენთვის ეს მიუღებელია, რადგნ მიგვაჩნია, რომ ამით მწვანე აუნთეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.

– პრაიდის ღონისძიებების უმრავლესობა დახურულ სივრცეში იგეგმება.

– ამ პრაიდის სახელით რასაც აპირებენ, ყველაფერი მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თანამოაზრეებს რეგიონებიდანაც ჩამოვიყვანთ. ყველა მათ შესაძლო ლოკაციასთან შევიკრიბებით და ყველაფერს ჩავუშლით. ჰომოსექსუალები და ლესბოსელები იკრიბებიან ღამის კლუბებში და სხვაგანაც. იქ მათ არავინ უვარდება. საერთაშორისო, თუ რეგიონულ პრაიდებს კი საქართველოში არავის გავამართვინებთ.

– პოლიციელების პოზიციაზე რა იცით? მართლა თქვეს მათ უარი პრაიდის მონაწილეების დაცვაზე?

– ასეც რომ იყოს, მათ გადაათქმევინებენ. მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის პრაიდზე უბრალო ჰომოსექსუალების გარდა, გავლენიანებიც ჩამოჰყავთ. ასეთები ევროპარლამენტშიც არიან. წარმოიდგინეთ, ევროდეპუტატების დასაცავად თავს როგორ გამოიდებს მარიონეტი პოლიტ-ელიტა! მთელი პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები იქნებიან ჩართული მათი უსაფრთხოების დაცვისთვის. რაც არ უნდა დაიცვან, მაინც მოხვდებათ კვერცხები შუბლში, ან პანღურები. ჯობია, იცოდნენ, რომ, თუ სატანისტური სიბილწე თავს მოგვახვიეს, არ დავუთმობთ.

– მათ მოწინააღმდეგეებს ძალადობის ან სხვა ბრალდებას წამოგიყენებენ.

– წამოგვიყენონ. სააკაშვილის დროს სინდისის პატიმარი ვიყავი. სააკაშვილი-ახალაიას ჯურღმულებში 3 წელი გავატარე. რწმენისათვის ციხე და სიკვდილი ქრისტიანისთვის ნეტარებაა.

– იმედია, მშვიდობიანი გამოსავალი მოიძებნება და მსხვერპლი საჭირო არ გახდება.

– თუ პრაიდი აღარ ჩატარდება, არაფერი არ იქნება. პრაიდის ნებისმიერი ღონიძიება ცუდად დამთავრდება. მისი მომწყობები შერცხვენილები გაიძურწებიან. ჩვენ დაპატიმრებისთვისაც მზად ვართ და სიკვდილისთვისაც.

,,ახალი თააობა“ ესაუბრა მოძრაობა „ქართული იდეის“ თავმჯდომარეს – ლევან ჩაჩუას. – ივნისში თქვენი მოძრაობა თანამოა....

26/05/2019

პოლიტიკური პარტია „ქართული იდეა“ - ჭიათურის ორგანიზაციის მიმართვა „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას, ჭიათურის მერიას, საქართველოს მთავრობას!
თანადგომას ვუცხადებთ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს. პატივს ვცემთ მათ სურვილს, რომ პროცესი არ იყოს პოლიტიზირებული. შესაბამისად, ვერიდებით ზედმეტ აქტიურობას.
მივმართავთ „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს: შეწყვიტეთ გაფიცულთა მისამართით დამამცირებელი, მუქარის და შანტაჟის შემცველი განცხადებები. დაუყოვნებლივ შეასრულეთ მათი სამართლიანი მოთხოვნები!
ჭიათურაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობა საჭიროებს საქართველოს მთავრობის მხრიდან სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას. დაუშვებელია, ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირება ცალკეულ ადამიანთა კეთილსინდისიერებაზე იყოს დამოკიდებული.
იმედს ვიტოვებთ, მოშიმშილე გაფიცულების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება. ხელისუფლება მათ უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და ღირსეული ანაზღაურებით უზრუნველყოფს.

Address

ქ. ჭიათურა
Chiat'ura
5500

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართული იდეა - ჭიათურის ორგანიზაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share