მტირალას ეროვნული პარკი / Mtirala National Park

მტირალას ეროვნული პარკი / Mtirala National Park მტირალას ეროვნული პარკის ოფიციალური Facebook გვერდი Feedback is most welcome, too. It is located about 5 minute walk, northbound, from Chakvi Center.
(1420)

მტირალას ეროვნული პარკის გვერდის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარკზე, საკონტაქტო პირებზე და სერვისებზე, რათა თქვენი ვიზიტი პარკში იყოს სრულყოფილი. აქ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და წინადადებები.
ტრანსპორტირების, სერვისის დაჯავშნისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით პარკის ადმინისტრაციაში.
მობ.: 577 101 844 / 577 101 889
ელ-ფოსტა: [email protected]
w

ww.apa.gov.ge

Official page for Mtirala National Park, situated on the western coast of the Black Sea. Page purpose is to inform the public about the park, provide contacts and information about visiting the park, and tips to maximize your experience. To book a visit and transportation to the mountain, contact the park administration office at +995 (577)-101 889. Visitors are encouraged to visit the Mtirala administration office in Chakvi for assistance.

29/05/2026
14/05/2026

🗣️"ინტერესსში ჩავვარდი როგორ მომეზიდა ტურისტი, და გავაკეთე საბაგირო..." - ხასან გორჯელაძე - მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი.

13/05/2026

🌲🐾 მტირალას ეროვნული პარკის რელიეფი არჩვისთვის იდეალური გარემოა, ციცაბო ფერდობები, უღრანი ტყეები და სიმშვიდე მას აქ საკუთარ სახლში აგრძნობინებს თავს.

გამოიცანით ვისი თათია ?📸ტარიელ დიასამიძე
07/05/2026

გამოიცანით ვისი თათია ?

📸ტარიელ დიასამიძე

✅დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიე...
05/05/2026

✅დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება აჭარის რეგიონში გაიმართა.
🔸მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები, რომლებიც ასახავდა ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მათ ხედვას.
🔸გამარჯვებულები გამოვლინდნენ მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის და ქობულეგის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის.

05/05/2026

👤 ანანო ქათამაძე, პროექტის “ ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას” მონაწილე

✅დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში, საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026” - ში იღებს მონაწილეობას.🔸სპეციალურად მოწყობილ ს...
01/05/2026

✅დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში, საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026” - ში იღებს მონაწილეობას.
🔸სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ აჭარის რეგიონში მდებარე დაცული ტერიტორიების - მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის, ქობულეთის და კოლხეთის ეროვნული პარკების ტურისტულ სერვისებსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას.
🔸გამოფენის ფარგლებში, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების მეშვეობით იმოგზაურონ საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე.
🔸ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „Ebit 2026“კომპანია Expo Batumi - ის ორგანიზებით იმართება.

✅მტირალას ეროვნული პარკი აქტიურად თანამშრომლობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების ეკოკლუბებთან. დღეს ეკოკლუბები „ექვილი...
28/04/2026

✅მტირალას ეროვნული პარკი აქტიურად თანამშრომლობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების ეკოკლუბებთან. დღეს ეკოკლუბები „ექვილიბრიუმი“, „ეკო თაობა“ და“ბუნების მცველები“ აქტიურად ჩაერთნენ ჩვენს პროექტში - „ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა“.

🔸როგორც იცით, ჩვენი პარკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მცენარე სწორედ კოლხური ბზაა, რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. ამიტომაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მის დაცვას, დაკალმებასა და გამრავლებას.

🔸ეს აქტივობა მომავალშიც გაგრძელდება -ეკოკლუბის წევრები დააკვირდებიან მცენარის მდგომარეობას, ხოლო დაფესვიანებისა და გადარგვისთვის მზაობის ეტაპზე უკვე ერთობლივად მოვახდენთ მის რეინტროდუქციას ბუნებრივ ჰაბიტატში.

🔸ასევე ჩავატარეთ აქტივობა - „რაც თვალით არ ჩანს“.
ბავშვებმა მიკროსკოპის საშუალებით დააკვირდნენ სხვადასხვა მცენარის ფოთლებს, შეისწავლეს მათი აგებულება და საინტერესო დეტალები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია. დაკვირვების პროცესში მათ გააკეთეს ჩანაწერები და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აღმოჩენები.აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მათში ბუნებისადმი ინტერესისა და კვლევითი უნარების განვითარებას.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

🌍 დედამიწის დღის აღსანიშნავად, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაიმართა საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრა.🔸ქ...
22/04/2026

🌍 დედამიწის დღის აღსანიშნავად, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაიმართა საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრა.

🔸ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N2, ჩაისუბნის N2 და გორგაძეების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე და გარემოს დაცვის აუცილებლობაზე
შეხვედრა კიდევ უფრო სახალისო გახდა Kahoot!-ის შემეცნებითი აქტივობით.

🔸მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა გამოცადეს და აჩვენეს, რამდენად კარგად დაიმახსოვრეს მიღებული ინფორმაცია.
ვზრუნავთ ბუნებაზე ერთად!

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

✅მტირალას ეროვნული პარკის „წაბლნარას ბილიკზე“ მარკირება სრულად განახლდა. 🔸ბილიკი უკვე სრულ მზადყოფნაშია და სტუმრებს ელოდ...
15/04/2026

✅მტირალას ეროვნული პარკის „წაბლნარას ბილიკზე“ მარკირება სრულად განახლდა.

🔸ბილიკი უკვე სრულ მზადყოფნაშია და სტუმრებს ელოდება - უსაფრთხო, კომფორტული და სასიამოვნო ლაშქრობის გამოცდილებისთვის.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

Address

ქობულეთის რ-ნი, დაბა ჩაქვი/Chakvi, Kobuleti
Ch'ak'vist'avi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მტირალას ეროვნული პარკი / Mtirala National Park posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მტირალას ეროვნული პარკი / Mtirala National Park:

Share