07/03/2025
გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Bolnisi
1100
Be the first to know and let us send you an email when ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭო/Gender Council of bolnisi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Send a message to ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭო/Gender Council of bolnisi:
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობა 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც სავალდებულო გახდა მუნიციპალიტეტებში დანიშნულიყვნენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ( მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში).
გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით პირველი ქმედითი ნაბიჯები 2015 წელს გადაიდგა, როდესაც სოფლის კრებებზე პრიორიტეტების შერჩევაში ქალთა მონაწილეობამ 38% შეადგინა , ხოლო 2016 წელს , ქალთა აქტივობა 42% -ამდე გაიზარდა. 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი 45% დაფიქსირდა. ქალის ხმამ მნიშვნელობა შეიძინა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ქალთა ჩართულობამ პრიორიტეტთა ჩამონათვალი სრულიად შეცვალა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი სოფლის განვითრებას.
2015 წლის აპრილში ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ , რომელიც არის საჯარო სივრცე ყველა საჭირო რესურსით თემში ქალებისთვის ინფორმაციისა და სერვისების მისაწოდებლად, ქალთა მონაწილეობის წასახალისებლად. ოთახი აღჭურვილია ბიბლიოთეკით, ინტერნეტით და ბავშვთა კუთხით. სწორედ მუნიციპალიტეტისა და ქალთა ოთახის შედეგია ის, რომ 525 ქალი დატრენინგდა და გახდა ინფორმირებული ქალთა უფლებების შესახებ.
2017-2019 წლებში, გაიწერა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა, რომელიც ხუთი ძირითადი მიზანისგან შედგებოდა , ესენია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა/ცნობიერების ამაღლება; სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომკური ხელშეწყობა; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ჩართულობის ხელშეწყობა/უზრუნველყოფა; ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია; სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელება.