01/06/2026
ბოლნისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მოეწყო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და დასვენების პარკში პატარებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი პროგრამა გაიმართა.
დღის განმავლობაში ბავშვებისთვის მოეწყო სივრცეები ზღაპრის გმირების მონაწილეობით, საპნის ბუშტებისა და ქიმიური შოუები, ასევე სახის მოხატვის აქტივობები. კულტურის სახლთან არსებულმა საესტრადო ანსამბლმა „იმედმა“ კი კონცერტი გამართა.
აქტივობებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი, სივრცითი-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ ასათიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ასათიანი და ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის ხელმძღვანელი თეა გეთიაშვილი ესწრებოდნენ.
1 ივნისს საფუძველი 1925 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი კეთილდღეობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.