28/05/2026
✨ მეორე კლასის მოსწავლეები პროექტის „ჩვენც დავბერდებით“ ფარგლებში წითელ ჯვარს ესტუმრნენ ❤️
(დამრიგებელი: მანანა შეყილაძე)
მოსწავლეებმა ქალთა კლუბის წევრებისთვის გამართეს თბილი და ემოციური კონცერტი 🌷
🎶 ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები,
📖 წაიკითხეს ლექსები,
💃 იცეკვეს და დამსწრე საზოგადოებას განსაკუთრებული განწყობა შეუქმნეს.
👵🧓 შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა სტუმრებს მათი ბავშვობის შესახებ კითხვებიც დაუსვეს, რამაც საინტერესო, გულწრფელი და თბილი საუბრები გამოიწვია.
✨ ღონისძიებამ მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა და ყველა მონაწილეს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
🙏 განსაკუთრებული მადლობა თამარ ბობოხიძეს, წითელი ჯვრის თანამშრომლებსა და დინარა პირველს ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის ❤️
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა