ბათუმის მერია/Batumi City Hall

ბათუმის მერია/Batumi City Hall ბათუმის მერია/ Batumi City Hall .

31/07/2026
28/07/2026

შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა

აქტიურად მიმდინარეობს შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა.სამუშა...
28/07/2026

აქტიურად მიმდინარეობს შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა.

სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე ქსელის, საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების სისტემის მოწყობა, ასევე, დაიგება ასფალტის საფარის ორი ფენა და შესრულდება საგზაო მონიშვნები.

„საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პარალელურად, მნიშვნელოვანია ახალი გზების მშენებლობა, რაც ხელს უწყობს ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას და სხვადასხვა ქუჩების ერთმანეთთან დაკავშირებას. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საავტომობილო გზა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას. გასულ წელს ბათუმში 3 ახალი გზის მოწყობა დავასრულეთ, ხოლო წელს ქალაქის კიდევ 2 მონაკვეთში ვიწყებთ სხვადასხვა ქუჩების დამაკავშირებელი გზების მშენებლობას“ - აღნიშნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.

ბათუმის მერის მოადგილემ ნუკრი დეკანაძემ და ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ხაზარაძემ ბათუმის მერიაში პოლონე...
16/07/2026

ბათუმის მერის მოადგილემ ნუკრი დეკანაძემ და ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ხაზარაძემ ბათუმის მერიაში პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლეს.

მხარეებმა ბათუმსა და პოლონეთის ქალაქებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნენ ბათუმის განვითარების დინამიკას, ქალაქის ეკონომიკურ, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. ასევე, ბათუმის მერიის საქმიანობის სპეციფიკას, თვითმმართველობის სტრუქტურას და მუნიციპალური სერვისების მართვის მოდელს.

ქვემო სილეზიის სეიმიკისა და მარშალის ოფისის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები აჭარაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან, გამართავენ სამუშაო შეხვედრებს და დაათვალიერებენ რეგიონის ღირსშესანიშნაობებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზ...
12/07/2026

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ზაქარია ფალიაშვილისა და კლარა ცეტკინის ქუჩებზე.

დროებითი შეზღუდვა უკავშირდება აღნიშნულ ქუჩებზე ქვაფენილიანი საფარის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტისთვის.

📢 მოსახლეობის საყურადღებოდ!ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე ...
11/07/2026

📢 მოსახლეობის საყურადღებოდ!

ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე , ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხისა და ჭაობის დასახლების ნაწილში.

შეზღუდვა გამოწვეულია ხიდის მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის გადატანის საჭიროებით, რაც აუცილებელია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება 17 854 აბონენტს.

ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და უბნებში:
• ჯავახიშვილის ქუჩა-პუშკინის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე;
• ლერმონტოვის ქუჩა-ჩაიკოვსკის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩის №141-ის ჩათვლით;
• ბაგრატიონის ქუჩა №156-მდე;
• სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა;
• მელიქიშვილის ქუჩა-ბაგრატიონის ქუჩიდან შესახვევებით;
• დავით გურამიშვილის ქუჩა;
• სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №56-დან მთისძირის ქუჩამდე;
• გონიოს ქუჩა;
• მამია ვარშანიძის პირველი შესახვევი;
• ქობულეთის ქუჩა;
• ქედის ქუჩა;
• ანდრონიკაშვილის ქუჩა;
• თაბუკაშვილის ქუჩა;
• შავშეთის ქუჩა;
• აკაკი წერეთლის ქუჩის ნაწილი;
• ბერიძის ქუჩა, თავისი შესახვევებით;
• ბესიკის ქუჩა;
• ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა;
• გიორგი სააკაძის ქუჩა;
• სულაბერიძის ქუჩა;
• იმედაშვილის ქუჩა;
• სვიშევსკის ქუჩა;
• მაიაკოვსკის ქუჩა;
• გიორგი წერეთლის ქუჩა;
• ვლადიმერ ვოლსკის ქუჩა;
• ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა;
• გოგიტიძის ქუჩა;
• დადიანის ქუჩა;
• სოხუმის ქუჩა;
• სერგი მესხის ქუჩა;
• პუშკინის ქუჩა ლერმონტოვის ქუჩამდე;
• გიორგი ბრწყინვალის ქუჩა;
• დემეტრე თავდადებულის ქუჩა;
• ვაჟა-ფშაველას ქუჩა ნაწილობრივ;
• 26 მაისის ქუჩა ნაწილობრივ;
• მამია კომახიძის ქუჩა;
• გრიბოედოვის ქუჩა ნაწილობრივ;
• ლადო ასათიანის ქუჩა;
• მთისძირის ქუჩა თავდადებულის ქუჩამდე;
• სოფელი ფერია;
• სოფელი მნათობი;
• სოფელი სალიბაური.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსახლეობისთვის:
• გთხოვთ, გაზის მიწოდების შეწყვეტისა და აღდგენის პერიოდში დაიცვათ უსაფრთხოების წესები;
• დაკეტილ მდგომარეობაში იქონიეთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ გაზქურების ონკანები და ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა დანადგარები;
• ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა განხორციელდება ეტაპობრივად, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს არსებული ავარიული ხიდის დემონტაჟს, ახალი ხიდის მშენებლობას, საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების ქსელის მოწყობას.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთ...
10/07/2026

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის განახლებული ბიბლიოთეკა დაათვალიერა.

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში ახორციელებს პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციას, განახლებული წიგნადი ფონდით აღჭურვას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ბიბლიოთეკებში.

აღნიშნული პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება. 30-მდე საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო რემოდელირებული ბიბლიოთეკები, ხოლო 11 სკოლაში მიმდინარეობს ახალი ბიბლიოთეკების პროექტირება.

Address

Luka Asatiani Street 25
Batumi
6010

Telephone

+995800000810

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის მერია/Batumi City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ბათუმის მერია/Batumi City Hall:

Shortcuts

Share