აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამ?

29/05/2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ოჩხამური-კოოპერაციული მეურნეობის მიმართულებით 1,7 კმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების...
29/05/2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების პროცესს გაეცნო.

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოჩხამური-კოოპერაციული მეურნეობის მიმართულებით 1,7 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

სახელმწიფო გზა-ჯიხანჯურის მიმართულებით 1,5 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი მოეწყობა, ხოლო, სკურა ბაჟუნაიშვილების მიმართულებით 2,9 კმ საავტომობილო გზაზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

ხუცუბანი-მესხიძეები-ბაჯელიძეების და მანელიშვილების ხიდი-სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებებით საავტომობილო გზებზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მეწყრულ ლოკაციაზე საყრდენი კედლებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები.

ასევე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაიწყო ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები და განახლდა გასულ წელს დაწყებული სამუშაოები.

საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთები ყველა მიმართულებით გაწმენდილია.გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის, ქედ...
27/05/2026

საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთები ყველა მიმართულებით გაწმენდილია.

გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში რამდენიმე საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესი განვითარდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ინტენსიური მუშაობის შედეგად ყველა მიმართულება გაწმენდილია და საავტომობილო მოძრობა აღდგენილია.

25/05/2026
12/05/2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა „რეგიონების დრო“ პირდაპირ ეთერში 2026 წელს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა

🖊️აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2027-2030 წლების  საშუალოვადიანი პრიორიტეტების პრეზენტაცია გაიმართა.
07/05/2026

🖊️აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2027-2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების პრეზენტაცია გაიმართა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდი...
30/04/2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ხელოვნური და დამცავი ნაგებობების, ასევე საავტომობილო გზის მშენებლობა ხორციელდება.

მიმდინარე წელს ხუთივე მუნიციპალიტეტში 56 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

35 ხიდის, 252 საყრდენი კედელის, 50 დამცავი ნაგებობის პროექტირება/მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდება. 60 კილომეტრ საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოეწყობა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი სხვადასხვა საავტომობილო გზებზე მოვლა-შენახვის სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორ...
03/04/2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი სხვადასხვა საავტომობილო გზებზე მოვლა-შენახვის სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.

მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა, ორმული შეკეთების სამუშაოები, სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების განახლება და ახლის მონტაჟი.

ასევე, ხორციელდება მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები და ხიდების მოაჯირების შეღებვა.

საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიები სუფთავდება სარევალა მცენარეებისა და ხე-ბუჩქნარისაგან.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საავტომობილო გზებზე მოვლა-შენახვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდ...
13/03/2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საავტომობილო გზებზე მოვლა-შენახვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.

აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების და ტერიტორიების გაწმენდის სამუშაოები.

პარალელურად სხვადასხვა მიმართულებებზე საავტომობილო გზების ორმული შეკეთება ხორციელდება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგ...
28/02/2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება.

მიმდინარეობს, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები.

საავტომობილო გზებზე ყველა სახის ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება.

Address

Javakhishvili Str. 72
Batumi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995422247388

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი:

Share