აგროსერვის ცენტრი/Agroservice center

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აგროსერვის ცენტრი/Agroservice center

აგროსერვის ცენტრი/Agroservice center AGRO

10/09/2026

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა.

10/09/2026
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ა(ა(იპ აგროსერვის ცენტრი აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს....
02/09/2026

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ა(ა(იპ აგროსერვის ცენტრი აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის
https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის შემდეგ სამსახურებში:

ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და პროგრამების/ქვეპროგრამების მართვის სამსახურის სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის განყოფილება.
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102688?active=1

ბუღალტრული აღრიცხვისა და საფინანსო ანგარიშგების სამსახური
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102690?active=1

სამელიორაციო სისტემების მართვა.
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102694?active=1

ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და პროგრამების/ქვეპროგრამების მართვის სამსახური.
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102679?active=1

აჭარის  სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ჩაქვის სანერგე მეურნეობაში ტრიფოლია...
26/08/2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ჩაქვის სანერგე მეურნეობაში ტრიფოლიატის საძირეებზე ციტრუსოვანი კულტურების სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის მყნობის პროცესი მიმდინარეობს.

მყნობის სამუშაოების მიზანია, ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოება და რეგიონში ციტრუსოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობა. პროცესი ხორციელდება ქვეპროგრამის — „ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოება“ — ფარგლებში.

მყნობის მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე და ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა სუქნიშვილი.

მიმდინარე წელს ჩაქვის სანერგე მეურნეობაში ტრიფოლიატის საძირეებზე 30 000 ძირი ციტრუსოვანი კულტურის ნერგის დამყნობაა დაგეგმილი. სანერგეში წარმოებული იქნება სხვადასხვა ჯიშისა და ფორმის ციტრუსოვანი კულტურები, მათ შორის:
საადრეო და საგვიანო მანდარინი;
ვაშინგტონ ნაველი;
ფორთოხალი „ნაველინა“ გრეიპფრუტი;
ლიმონი „მეიერი“;
კინკანი.

სანერგე მეურნეობაში წარმოებული ხარისხიანი სარგავი მასალა ხელს შეუწყობს ახალი ციტრუსის ბაღების გაშენებას, ციტრუსოვანი კულტურების წარმოების განვითარებასა და რეგიონში არსებული აგრარული პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას.

25/08/2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
სასუფრე ვაზის ჯიშების პერსპექტივა დასავლეთ საქართველოში.

24/08/2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის “სამელიორაციო სისტემების მართვა" პროგრამის ფარგლებში, ოქროპილაურის სარწყავ არხზე მიმდინარეობს სათავე ნაგებობაზე არსებული ბეტონის ღია არხის ქვიშა-ხრეშოვანი მასალისგან გაწმენდა.

დამეწყრილ მონაკვეთებში ხორციელდება მიწის მასის ამოღება გოფრირებული და ლითონის მილების მოსაწყობად.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ...
21/08/2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა სუქნიშვილი შუახევის მუნიციპალიტეტში, ოქროპილაურის სარწყავ არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის ფარგლებში, ოქროპილაურის სარწყავ არხზე მიმდინარეობს სათავე ნაგებობაზე არსებული ბეტონის ღია არხის ქვიშა-ხრეშოვანი მასალისგან გაწმენდა. ასევე, დამეწყრილ მონაკვეთებში ხორციელდება მიწის მასის ამოღება გოფრირებული და ლითონის მილების მოსაწყობად.

ოქროპილაურის სარწყავი არხის სიგრძე 5.9 კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარწყავი სისტემით ისარგებლებს 51 ოჯახი და მოირწყვება 18 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას, მოსავლიანობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესებას.

2026 წელს ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 127.36 კილომეტრი სიგრძის სარწყავ არხს. აღდგენილი და გაუმჯობესებული სარწყავი სისტემებით მომსახურების არეალი 1 280 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მოიცავს, რომლითაც 1 495 ოჯახი ისარგებლებს.

სარწყავი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზანია სამელიორაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი მორწყვის შესაძლებლობის გაზრდა, მიწის რესურსების უფრო პროდუქტიულად გამოყენება, მოსავლიანობის ზრდა და ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.

Address

ბაქოს ქუჩა N 18. BAKU Street 18
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995558498484

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აგროსერვის ცენტრი/Agroservice center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აგროსერვის ცენტრი/Agroservice center:

Shortcuts

Share