13/06/2026
📖 პოეზიის საღამო სკოლაში
12 ივნისს,ბათუმის მე-18 სკოლის პოეზიის მოყვარულთა კლუბი შეხვდა პოეტ ნანა (ნანო) შაინიძეს. შეხვედრა თბილი და ემოციური გამოვიდა. საღამოს სტუმარი იყო აგრეთვე მწერალთა სახლის დირექტორი, ქალბატონი ლალი კონცელიძე, რომელმაც სკოლას საჩუქრად წიგნები მოუტანა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები, წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიციები და საკუთარი ემოციები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.
ნორჩმა ჟურნალისტებმა ჩაწერეს ინტერვიუ პოეტთან.
საღამო სავსე იყო გულწრფელი სიტყვებით, შემოქმედებითი ენერგიითა და სიყვარულით.
პოეზიის საღამოს პარალელურად მე-7 გ კლასის მოსწავლემ, ანა კიზირიამ, წარმოადგინა საკუთარი ნახატები და ექსპრომტად შექმნა პოეტის პორტრეტი.
დასარულს პოეტმა წაიკითხა საკუთარი ლექსები და სკოლას უსახსოვრა ლექსების კრებული.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში კითხვის კულტურის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ესთეტიკური გემოვნების განვითარებას.
მადლობა ქალბატონ ნანა შაინიძესა და მწერალთა სახლის დირექტორს ქალბატონ ლალი კონცელიძეს სტუმრობისთვის! მადლობა ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს ამ ლამაზი და შთამბეჭდავი საღამოსთვის! 🌹📚
#პოეზიისსაღამო #ნანოშაინიძე #სკოლისცხოვრება #ქართულიპოეზია #წიგნისსიყვარული #ბათუმის18საჯაროსკოლა ❤️