27/09/2021
მიხეილ ართმელაძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის IV მოწვევის საკრებულოს წევრი, გონიო-კვარიათისა და ადლია-აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატი:
„საკრებულოში ჩემი საქმიანობის უმთავრეს მიზანს თანაქალაქელების ინტერესების გათვალისწინება და ერთობლივი ძალისხმევით მათი პრობლემების მოგვარება წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, პანდემიის გამო, სრულიად განსხვავებულ ვითარებაში მოგვიწია საქმიანობა, ჩვენი ქალაქის და მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ მიმართული არა ერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის, ჩემს სამაჟორიტარო უბანში, სადაც შევძელი ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც მოქალაქეებს პრიორიტეტულად მიაჩნდათ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ვცდილობდი, თითოეული თქვენგანის გასაჭირი გულთან ახლოს მიმეტანა და გამეზიარებინა, ერთად დაგვეძლია პრობლემები. ვთვლი, რომ დღეს, როცა ბათუმის საკრებულოში ჩემი საქმიანობის ვადა იწურება, თქვენი სახით უამრავი თანამოაზრე და მეგობარი შევიძინე. თქვენთან ურთიერთობა და ჩემი თანადგომა თქვენდამი მომავალშიც გაგრძელდება და ასე იქნება მანამ, სანამ სიკეთის კეთების უნარი და საშუალება შემწევს.
2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე, უკეთესი ბათუმისთვის მხარი დაუჭირეთ „ქართული ოცნების“ ქალაქის მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს და თქვენი უბნის მაჟორიტარ კანდიდატს მამუკა კაკაბაძეს!
პირადად მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ოთხწლიანი თანამშრომლობისთვის“.