ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium

ბათუმის დელფინარიუმი საზეიმოდ გაიხსნა 1975 წელს. მაშინ იგი იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. დელფინარიუმის არსებობა, სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ქალაქს და მთლიანად რეგიონს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს ხდიდა. დელფინების წარმოდგენას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გარდა, ბათუმში ამისათვის სპეციალურად ჩამოს

ული მსურველებიც ესწრებოდნენ. სწორედ ამ ობიექტის უსაზღვრო პოპულარობამ განაპირობა დელფინის ქალაქის სიმბოლოდ დამკვიდრება. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქიონირება შეაჩერა.

20 წლიანი პაუზის შემდეგ ქალაქის მერიის ინიციატივითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ძალისხმევით ბათუმში ამოქმედდა სრულიად ახალი დელფინარიუმი. იგი შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. პროექტირება და მონტაჟი ეკუთვნის ცნობილ ამერიკულ ფირმებს: TJP Engineering–სა და RCK–ს. ობიექტი საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ასოციაცია „ატუ“–მ აღჭურვა. იგი თანამედროვე დიზაინის შენობაა, რომელიც ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს. ობიექტი შედგება ფეხფარფლიანთა და მცირე ვეშაპისნაირთა საცხოვრებელი ავზებისაგან (წყლის მთლიანი მოცულობა 3 724 000 ლ), კერძოდ, ორი სადემონსტრაციო (1 700 000 ლ და 400 000 ლ) და ორი დამხმარე (თითო 812 000 ლ), ასევე კარანტინის ავზები. სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემით (Live Support System) წყლის ეს მოცულობა ყოველ 2 საათში მთლიანი რეცირკულაციის შედეგად მექანიკურად იფილტრება, მისი გაუსნებოვნება ხდება ოზონირებით და ბრუნდება ავზებში. ამასთან მუდმივად კონტროლდება წყლის ტემპერატურა (min 14-15 C˚ max 27-28 C˚), მარილიანობა და PH-ი. პარალელურად მიმდინარეობს წყლის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიული მონიტორინგი. ბინადრები იმყოფებიან კვალიფიციური სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ (ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით).

დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 887 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

05/06/2026

#ახალი #დღე ბათუმის დელფინარიუმში! 🩵🩵🐬🐬
#გიორგი #კირვალიძე #ბათუმისდელფინარიუმი

🌊 გახდი ჩვენი გუნდის წევრი!დელფინარიუმი აცხადებს ვაკანსიას მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე.თუ:✅️ ხარ 18-25 წლის;✅️ იცი ც...
05/06/2026

🌊 გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

დელფინარიუმი აცხადებს ვაკანსიას მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე.

თუ:
✅️ ხარ 18-25 წლის;
✅️ იცი ცურვა;
✅️ გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
✅️ გიყვარს ცხოველებთან ურთიერთობა;
✅️ შეგიძლია გუნდური მუშაობა;

მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!🐬

📩 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

📅 საბუთების მიღება შესაძლებელია 15.06.2026-ის ჩათვლით.

ღრმა მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი დამსახურებული კოლეგა და მეგობარი — ინეზა კალანდარიშვილი. მისი პროფესიონა...
01/06/2026

ღრმა მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი დამსახურებული კოლეგა და მეგობარი — ინეზა კალანდარიშვილი. მისი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. იგი იყო ადამიანი, რომელმაც თავისი ნიჭით, შრომითა და კეთილშობილებით წარუშლელი კვალი დატოვა, როგორც პროფესიულ სფეროში, ისე თითოეული ჩვენგანის გულში. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს...

🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿 26 მაისიდან, დელფინების განახლებული შოუ  #მორის  #მელაძესთან ერთად✅️🐬🐬🎬 სანახაობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!!! ...
24/05/2026

🏴󠁧󠁢󠁥󠁮󠁧󠁿 26 მაისიდან, დელფინების განახლებული შოუ #მორის #მელაძესთან ერთად✅️🐬🐬
🎬 სანახაობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!!!
ინფორმაცია და ონლაინ ბილეთები:
www.dolphinarium.ge
Info & Tickets Onliner
www.rune.ge
#ბათუმისდელფინარიუმი
#მორისმელაძე

განახლებული ინფორმაცია და ონლაინ ბილეთები:www.dolphinarium.geInfo & Tickets Onlinerwww.rune.ge #ბათუმისდელფინარიუმი     ...
02/05/2026

განახლებული ინფორმაცია და ონლაინ ბილეთები:
www.dolphinarium.ge
Info & Tickets Onliner
www.rune.ge
#ბათუმისდელფინარიუმი

შეიძინეთ ბილეთები ონლაინ მარტივად და უსაფრთხოდ. აღმოაჩინეთ კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული მატჩ....

ქრისტე აღდგა!
12/04/2026

ქრისტე აღდგა!

📢 დელფინარიუმში წარმოდგენები 14 აპრილიდან განახლდება! 🐬 🐬 ინფო და ონლაინ ბილეთები: 💦 www.dolphinarium.ge💙 Info & Tickets...
09/04/2026

📢 დელფინარიუმში წარმოდგენები 14 აპრილიდან განახლდება! 🐬
🐬 ინფო და ონლაინ ბილეთები:
💦 www.dolphinarium.ge
💙 Info & Tickets Online
#ბათუმისდელფინარიუმი #ბათუმი #დელფინარიუმი

გლოვის დღეებთან დაკავშირებით ბათუმის დელფინარიუმში სადემონსტრაციო შოუ-პროგრამა დროებით შეჩერებულია.
19/03/2026

გლოვის დღეებთან დაკავშირებით ბათუმის დელფინარიუმში სადემონსტრაციო შოუ-პროგრამა დროებით შეჩერებულია.

უსაზღვროა მწუხარება და დანაკარგი!თანავუგრძნობთ სრულიად საქართველოს.
18/03/2026

უსაზღვროა მწუხარება და დანაკარგი!
თანავუგრძნობთ სრულიად საქართველოს.

Info & Tickets Onliner www.rune.ge #ბათუმისდელფინარიუმი           #ფასდაკლება
23/02/2026

Info & Tickets Onliner www.rune.ge
#ბათუმისდელფინარიუმი
#ფასდაკლება

მიმდინარე აქციის ფარგლებში წინასწარი წერილობითი მომართვის საფუძველზე, ერთი ბილეთის საფასური შეადგენს 5 ლარს, ნ.....

Address

51 Rustaveli
Batumi
6010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium:

Share