მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე MUKHRAN VAKHTANGADZE BATUMI SPORTS PALACE The existence of sports schools in Adjara has nine decades of history.

სპორტული სკოლების არსებობას აჭარაში ცხრა ათეული წლის ისტორია აქვს. პირველი ბავშვთა და მოზარდთა კომპლექსური სპორტული სკოლა ბათუმში 1935 წელს დაფუძნდა. სანამ თანამედროვე სტანდარტებს მიაღწევდა, იგი ხუთ ძირითად სპორტის სახეობას აერთიანებდა. დროთა განმავლობაში კი ჩვენს ქალაქში კიდევ რვა ახალი სასპორტო სკოლა გაიხსნა.
2006 წლიდან, რეორგანიზაციის შემდეგ, ზემოაღნიშნული სკოლების ბაზაზე ჩამოყალიბდა ბათუმის N1 კომპლექსური სასპორტო სკოლა. სწორედ ამდროიდან იწყება რეგიონში სპორტის წინსვლის მნიშვნელოვანი ეტაპი.
2022 წლიდან ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლე, რაც, თავისი უნივერსალურობით უპრეცედენტო მოვლენაა აჭარის სპორტულ სინამდვილეში და სრულ შესაბამისობაშია ბათუმის ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსთან.
ბათუმის სპორტის სასახლე ატარებს ჭიდაობაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონის, მუხრან ვახტანგაძის სახელს, რომლის მიღწევები მშობლიურ ბათუმთან ასოცირდება და ვფიქრობთ, კარგი სტიმული იქნება მოზარდი სპორტსმენებისთვის სახელოვანი ტრადიციების გასაგრძელებლად.
სასახლეს გააჩნია 10 სპორტული არენა, რაც არსებული, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რეგიონის სპორტულ პრაქტიკაში პირველად იძლევა ერთ ჭერქვეშ, ერთდროულად, სპორტის სხვადასხვა სახეობის თავმოყრისა და კვალიფიციურ მწვრთნელთა თუ სპორტსმენთა მეშვეობით უკეთეს შედეგზე ორიენტირებული მიღწევების შესაძლებლობას.
დღეისათვის სპორტის სასახლეში, სპორტის 27 სახეობა ფუნქციონირებს და სასწავლო – საწვრთნო პროცესს კვალიფიციური მწვრთნელები წარმართავენ.
კალათბურთი, ფეხბურთი, ქალთა ფეხბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, წყალბურთი, ბადმინტონი, მ/ჩოგბურთი, ჰოკეი, ტანვარჯიში( სპორტული ტანვარჯიში, მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტი, სპორტული აკრობატიკა) სპ. ცეკვები, ჭადრაკი, ფარიკაობა, ბ/რ ჭიდაობა, თ/ ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, ძიუდო, ქართული საბრძოლო ხელოვნება, ტაეკვონდო, კონტაქტური კარატე, მძლეოსნობა, მშვილდოსნობა, მთამმსვლელობა, კრივი. The first complex sports school for children and teenagers was founded in Batumi in 1935. Before it reached modern standards, it combined five main sports. Over time, eight more new sports schools were opened in our city. The large-scale stage of the formation of sports schools begins in 1975, when the first sports palace was opened in Batumi. Since 2006, after the reorganization, the Batumi N1 complex sports school was established on the basis of the above schools. Since then, an important stage of sports progress in the region has begun, which was reflected in visible achievements. From 2022, the sports palace with modern standards was put into operation, which, with its universality, is an unprecedented event in the sports reality of Adjara and it is in full compliance with the status of Batumi as a European sports city. The Sports Palace has 10 sports arenas which, with the existing material-technical base, allows for the first time in the sports practice of the region to gather under one roof, different types of sports and achieving better results through qualified coaches and athletes. It will make a significant contribution to the development of Georgian sports, holding international tournaments of any rank in our city, attracting foreign sports delegations and media , in general, popularization of sport in Georgian. The mentioned Sports Palace bears the name of Mukhran Vakhtangadze, the first world champion in wrestling of independent Georgia, whose achievements are associated with his hometown Batumi, and we think it will be a good incentive for young athletes To continue the traditions. At present, 27 types of sports are functioning in the Sports Palace and The educational-training process is leading by qualified coaches. Basketball, football, women's football, volleyball, handball, water polo, badminton, table tennis, hockey, Gymnastics (sports gymnastics, rhythmic gymnastics, trampoline, sports acrobatics) sports dances, chess, fencing, Greco-Roman wrestling, Freestyle wrestling, Georgian wrestling, judo, georgian martial arts, taekwondo, contact karate, athletics, archery, mountaineering, boxing.

14/09/2026

20–23 სექტემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში - სპორტის, სილამაზისა და გამარჯვების ოთხი დღე გველოდება🇬🇪

მშობელთა საყურადღებოდ !მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე 2026-2027 სასწავლო წლისთვის აცხადებს სპორტსმ...
08/09/2026

მშობელთა საყურადღებოდ !

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე 2026-2027 სასწავლო წლისთვის აცხადებს სპორტსმენთა მიღებას.
რეგისტრაცია განახლდება 15 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მითითებულ ვადებში სპორტის სასახლეში წარმოადგინოთ რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია:
1) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა100);
2) ბავშვის დაბადების მოწმობა;
3) მშობლის ან ოფიციალურად მინდობილი პირის (მეურვის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პატივისცემით,
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ადმინისტრაცია.

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორი, შოთა დავითაძე, დღეს, ძიუდოში, სოლომონ ფეიქრიშვილის სახე...
06/09/2026

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორი, შოთა დავითაძე, დღეს, ძიუდოში, სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირს - ,,შავი ზღვის თასი“-ს დაესწრო და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ტურნირს ესწრებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, სპორტის დეპარტამენტისა და საზოგადოებრიოების სხვა წარმომადგენლები.

03/09/2026
03/09/2026

❤️

ავსტრიის დედაქალაქ ვენაშა, ტაეკვონდოში, საერთაშორისო ტურნირს - "Austrian Open 2026"-ს მასპინძლობდა.ტურნირი 2009-2014 წლე...
01/09/2026

ავსტრიის დედაქალაქ ვენაშა, ტაეკვონდოში, საერთაშორისო ტურნირს - "Austrian Open 2026"-ს მასპინძლობდა.

ტურნირი 2009-2014 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა. მასში 12 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა და ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენების ანგარიშზე ორი სინჯის მედალია.

კადეტთა კატეგორიაში
🥇ოქროს მედალი მოიპოვა ანდრია ქუმსიაშვილმა (-37კგ),

ახალგაზრდულ კატეგორიაში
🥉ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა ცენტერაძემ (-48კგ) და
🥉 ლევან ჩავლეიშვილმა (-51კგ).
ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ პირად მწვრთნელს მიღწეულ წარმატებას.

ამერიკის ქალაქ ლას-ვეგასში კონტაქტურ კარატეში ღია ჩემპიონატი - Full Contact Karate USA OPEN -2026 გაიმართა, სადაც საქართ...
30/08/2026

ამერიკის ქალაქ ლას-ვეგასში კონტაქტურ კარატეში ღია ჩემპიონატი - Full Contact Karate USA OPEN -2026 გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სასახლის სპორტსმენებმა :

🥇 -70 კგ წონით კატეგორიაში - მინდია მგელაძე - I ადგილი.

🥇 -80 კგ წონით კატეგორიაში - დათა ფუტკარაძე - I ადგილი.

🥇 +80 კგ წონით კატეგორიაში - დავით მსხალაძე - I ადგილი.

საერთაშორისო ტურნირზე გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა, ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად იასპარეზა.

ჩემპიონატში 9 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

🎉 მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე 65 წლის იუბილეს ულოცავს დირექტორის მოადგილეს მასობრივი სპორტისა დ...
24/08/2026

🎉 მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე 65 წლის იუბილეს ულოცავს დირექტორის მოადგილეს მასობრივი სპორტისა და სპორტული ღონისძიებების მიმართულებით — ავთანდილ კუნჭულიას!

⚽️ ავთანდილ კუნჭულიას სპორტული გზა ფეხბურთს უკავშირდება. სხვადასხვა წლებში იგი თამაშობდა საფეხბურთო კლუბებში - ბათუმის „დინამო“, სამტრედიის „ლოკომოტივი", კახეთის "თელავი“, ჭიათურის „მაღაროელი“ და ქობულეთის „შუქურა“. მწვრთნელის რანგში კი ხელმძღვანელობდა „დინამო ბათუმსა“ და ქედის „ბეთლემს“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ხოლო ხელვაჩაურის „მაჭახელას“ უფროს მწვრთნელად.

დღესაც ავთანდილ კუნჭულია აქტიურად აგრძელებს საფეხბურთო საქმიანობას და პარალელურად გონიოს საფეხბურთო გუნდს უდგას გვერდით.

👏 ბათუმის სპორტის სასახლე მადლობას უხდის მას სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისა და მრავალწლიანი თავდადებისთვის.

🎂 გილოცავთ 65 წლის იუბილეს, ბატონო ავთანდილ!
გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებას, ენერგიასა და კიდევ მრავალ გამარჯვებას როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში! ❤️⚽️

Address

Str. Leonidze 15
Batumi
6000

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599808087

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე:

Shortcuts

Share