აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა სამუშაო საათები:
ორშაბათი-კვირა 10:00-19:00

*აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

*ბიბლიოთეკა წარმოადგენს ქალაქის მთავარ წიგნსაცავს, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციულ დაწესებულებას.

*მისი მიზანია საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება, მათი დაცვა და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნა; ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლების შედგენა.

📖 21 ივნისი – დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნული აზროვნების გამორჩეული წარმომადგენლის, აკაკი წერეთელი...
20/06/2026

📖 21 ივნისი – დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნული აზროვნების გამორჩეული წარმომადგენლის, აკაკი წერეთელი დაბადების დღეა.

მისი შემოქმედება დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან იგი გვახსენებს განათლების, თავისუფლების, სამშობლოს სიყვარულისა და ეროვნული თვითშეგნების ფასეულობებს.

ჩვენთვის, როგორც აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისთვის, განსაკუთრებული პატივია ვატარებდეთ იმ ადამიანის სახელს, რომლის სიტყვამ და იდეებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს პატივს მივაგებთ აკაკი წერეთლის ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს მისი მდიდარი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობას, რომელიც თაობებს დღემდე შთააგონებს.

„წიგნი არის ძალა, ცოდნა და მომავლის საფუძველი“ — ამ სულისკვეთებით აგრძელებს ჩვენი ბიბლიოთეკა საგანმანათლებლო და კულტურულ მისიას.

📚 გილოცავთ აკაკი წერეთლის დაბადების დღეს! პატივით ვიხსენებთ მის უკვდავ მემკვიდრეობას და ვაგრძელებთ იმ ღირებულებების დაცვას, რომელთაც იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ემსახურებოდა. 🇬🇪

📖🇬🇪🤝🇺🇸ბათუმის აკაკი წერეთელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული ...
15/06/2026

📖🇬🇪🤝🇺🇸
ბათუმის აკაკი წერეთელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალი, ამერიკული სივრცეების რეგიონული მრჩეველი ემი სმიტი და ამერიკული სივრცეების კოორდინატორი საქართველოში გეგა გაბუნია.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ ბიბლიოთეკის დირექტორს და გაეცნენ ბიბლითეკის საქმიანობასა და სამომავლო პროექტებს. შეხვედრის შემდგომ გაიმართა დისკუსია ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების მენტორებთან, აქტიურ მოხალისეებთან და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებთან.

✅ მონაწილეებმა სტუმრებს გაუზიარეს ამერიკულ კუთხეში მიღებული გამოცდილება, ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, მოხალისეობრივი ჩართულობის შესაძლებლობებზე.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში.

📖 🇬🇪🇦🇿 🤝დღეს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ოფიციალუ...
12/06/2026

📖 🇬🇪🇦🇿 🤝
დღეს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ოფიციალური წარმომადგენლობა, გენერალური კონსულის ბატონი ფუად აზიზოვის ხელმძღვანელობით, ეწვია.

შეხვედრის ფარგლებში ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნატალია ძიძიგურმა, სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოცემული არაერთი ღირებული და უნიკალური წიგნი გადასცა. საჩუქრად მიღებულ გამოცემებს შორისაა ნიზამი განჯელის, მუჰამედ ფუზულის, იმადედდინ ნასიმის შემოქმედებისა და ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნები, ასევე თანამედროვე ავტორთა და საზოგადო მოღვაწეთა ნაშრომები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს.

📚 ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ბიბლიოთეკაში დაცულ უნიკალურ გამოცემებსა და იშვიათ წიგნებს. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს წიგნად ფონდში არსებულ უნიკალურ გამოცემათა მიმართ და მაღალი შეფასება მისცეს ბიბლიოთეკის მდიდარ და მრავალფეროვან კოლექციას.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე აჭარის რეგიონსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლობებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.

აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მადლობას უხდის აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოს, გენერალურ კონსულ ბატონ ფუად აზიზოვს და საკონსულოს თანამშრომლებს სტუმრობისა და ბიბლიოთეკისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

🎞️ ციფრული ბიბლიოთეკა - „ივერიელი“ წარმოგინგენთ წიგნის ელექტრონულ ვერსიას ზაქარია ჭიჭინაძის -სოლომონ ლეონიძე მსაჯული, ან...
03/06/2026

🎞️ ციფრული ბიბლიოთეკა - „ივერიელი“ წარმოგინგენთ წიგნის ელექტრონულ ვერსიას
ზაქარია ჭიჭინაძის -სოლომონ ლეონიძე მსაჯული, ანუ ვიცე-კანცლერი მეფე ერეკლე და სოლომონ იმერთა მეფისა.
თბილისი: ელექტრო-მბეჭდავი „ნადეჟდა“

1910 წელი

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/215159

🎈 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში1 ივნისს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბავშვთა განყოფილებაში ბ...
01/06/2026

🎈 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში

1 ივნისს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბავშვთა განყოფილებაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებით აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის საგანმანათლებლო მემკვიდრეობას, ბავშვთა უფლებების მნიშვნელობასა და მათ დაცვას. ასევე აღინიშნა გამოჩენილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილე, რომლის შემოქმედების გაცნობით ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სიკეთის, მეგობრობისა და ადამიანობის მნიშვნელობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფო ხალვაში და ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, საკრებულოს წევრები და ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სტუმრებმა საბავშვო დარბაზები მოინახულეს, გაეცნენ ბავშვებისთვის მომზადებულ პროგრამებს, დაათვალიერეს საგამოფენო და შემეცნებითი სივრცეები და ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან ერთად მიულოცეს ქართველთ განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღე, ისაუბრეს განათლების მნიშვნელობაზე, სულიერ განვითარებაზე და რწმენის მნიშვნელობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, შემოქმედებით განვითარებაზე და განათლებაზე.

✅ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მადლობას უხდის №20 საბავშვო ბაღის ადმინისტრაციასა და მენეჯმენტს მხარდაჭერისა და ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.
აქტივობაში ჩართულნი იყვნენ სკოლა “ნიკეს” VII კლასის მოსწავლეები.

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

📚 აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის უნიკალური ფონდი წარმოგიდგენთ:კურანიმუჰამმადისა.თბილისიელექტრ...
29/05/2026

📚 აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის უნიკალური ფონდი წარმოგიდგენთ:

კურანი

მუჰამმადისა.

თბილისი

ელექტრომბეჭდავი ამხ. „შრომა“, მიხეილის პრ., №65

1906

🗓️ დღეს, ბათუმის №20 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ერთად გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი განსაკ...
27/05/2026

🗓️ დღეს, ბათუმის №20 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ერთად გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი განსაკუთრებულად ემოციური და შთამბეჭდავი ლიტერატურული საღამო —„ცვრიან ბალახზე, თუ ფეხშიშველა არ გავიარე — რაა მამული“.

🇬🇪 ღონისძიების მთავარი იდეა იყო სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული ღირებულებებისა და თავისუფლების მნიშვნელობის გააზრება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, რომლებშიც განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით იყო წარმოჩენილი საქართველო.

26/05/2026

Address

ქ. ბათუმი ვაჟა-ფშაველას 21
Batumi
6010

Telephone

+995422273574

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა:

Shortcuts

Share