29/09/2025
შუახევის მუნიციპალიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა.
პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილთან, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ, მაია ხაჯიშვილსა და მერ ომარ ტაკიძესთან ერთად მადლობის სიგელები გადავეცი და მიღწეული წარმატება მივულოცე.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წამომადგენლები.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ხელოვნებისა და მოსწავლე- ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული გოგონათა ბენდი ,,117“ და ხიჭაურის საჯარო სკოლასთან არსებული ბენდი ,, School of rock“.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში გაიმართება 10 ოქტომბრის ჩათვლით. დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.