25/12/2025
მე-10 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა კომპლექსური ღია გაკვეთილი “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” მიხედვით. /მასწავლებელი ლეილა ადამია./ გაკვეთილი დაიწყო გრიგოლ ხანძთელის ღვთისადმი მიმართვაზე ყურადღების გამახვილებით, - “ტალანტი, სიბრძნისაი, რომელი სიყრმით ჩემითგან მომეც, განვამრალე იგი, ვითარცა მონამან სარწმუნომან შორის მორწმუნეთა შენთა”, რასაც მოჰყვა მინი დისკუსია "ტალანტის" გამრავლების შესახებ. შემდეგ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დეტალების მიხედვით მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია სხვადასხვა საკითხებზე: 1. საინფორმაციო ანალიტიკური ტექსტი; 2. ტალანტის გამრავლება; 3.საინფორმაციო სარეკლამო ტექსტი. პრეზენტაციების შემდეგ მოსწავლეებმა როგორც გრიგოლ ხანძთელის თანადროული ეპოქის, ისე თანამედროვეობის თვალთახედვით გამართეს წარმოსახვითი დიალოგი მე-8, მე-9 საუკუნეების სასულიერო მოღვაწეებთან. ესენი იყვნენ: გრიგოლ ხანძთელი, საბა იშხნელი, თევდორე, ქრისტეფორე, არსენ კათალიკოსი, ეფრემ ეპისკოპოსი, ზენონი. დასასრულს, გაიმართა მინი დისკუსია კითხვაზე, რამდენად აქტუალურია თანამედროვე ეპოქისთვის -“ტალანტი, სიბრძნისაი, რომელი სიყრმით ჩემითგან მომეც, განვამრალე იგი, ვითარცა მონამან სარწმუნომან შორის მორწმუნეთა შენთა”. გაკეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნინო კოტორეიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები თამარ ჩივაძე და მარიამ ცირეკიძე. მათ მაღალი შეფასება მისცეს გაკვეთილის ყველა აქტივობას.