04/04/2026
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და Pascal STEAM Community-ის თანამშრომლობით ცხადდება კონკურსი რობოტიკისა და პროგრამირების მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 10-დან 15 წლამდე ასაკის 30 მოზარდი, რომლებიც გაივლიან 8-თვიან STEAM სასწავლო პროგრამას და მიიღებენ სერტიფიცირებულ, აკადემიურ და პრაქტიკულ ცოდნას.
პროგრამაში მონაწილეებისთვის სწავლა სრულად დაფინანსებულია. ასევე, მათ გადაეცემათ საჭირო ტექნიკა და ინვენტარი სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად.
სასწავლო პროცესი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს, რაც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა რეალურ პროექტებში გამოიყენონ. თავად შექმნან, ააწყონ და დააპროგრამონ რობოტები.
კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან:
🔹 რობოტიკის საფუძვლებს და ლეგო რობოტებს;
🔹 რობოტების ფუნქციონირების პრინციპებს;
🔹 მექანიზმებსა და მარტივ ტექნიკურ მოწყობილობებს;
🔹 სენსორებს, პლატებსა და დრაივერებს;
🔹 ელექტროინჟინერიის საწყისებს;
🔹 ელექტრული სქემების აგებას;
🔹 კოდირებასა და სიმულაციებს;
🔹 mBot რობოტების პროგრამირებას;
🔹 Arduino მიკროკონტროლერს;
🔹 პროგრამირების საფუძვლებსა და ენებს;
🔹 3D დიზაინსა და ბეჭდვას.
რეგისტრაცია შეუძლიათ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 10-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 აპრილი.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა:
https://forms.gle/YgkMWDB25aggD7Vv5
მადლობას ვუხდით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას, უნიკალური შესაძლებლობისთვის!