ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Ambrolauri
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, მ. კოსტავას ქუჩა N41, Ambrolauri.

📍🩺8-ივნისიდან, 11-ივნისის ჩათვლით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლი...
05/06/2026

📍🩺8-ივნისიდან, 11-ივნისის ჩათვლით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება.
აქციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება:
•ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, რაც მოიცავს მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას, სტანდარტულ − პირდაპირ და ირიბ პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით), პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
•საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში.
ასევე, სკრინინგის დღეს პარალელურ რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება:
• HBV-B ჰეპატიტის სკრინინგი;
• HCV-C ჰეპატიტის სკრინინგი;
• HIV-აივ ინფექცია შიდსის სკრინინგი.

📍 #ამბროლაური -10-11 ივნისი, 10:00 საათიდან, დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერი;

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე ზვიად მხეიძე დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამ...
04/06/2026

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე ზვიად მხეიძე
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გამართულ, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო.

თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია და პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი ჯონ მერშჰაიმერი.

თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.

თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი 6 ივნისს დასრულდება.

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგარზდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნასაქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალ...
03/06/2026

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგარზდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ტურნირში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან ახალგაზრდა სპორტსმენები 10 სახეობაში იასპარეზებენ.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდული მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს რეგიონის გუნდებს!

ამბროლაურის კულტურის ცენტრში, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, რეჟისორ კახა იაკობიძის სპექტაკლის „რა გითხრათ?...
02/06/2026

ამბროლაურის კულტურის ცენტრში, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, რეჟისორ კახა იაკობიძის სპექტაკლის „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ პრემიერა გაიმართა, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა.

სპექტაკლის პრემიერას რაჭა-ლეჭხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელ მარიკა დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

დღეს, 2018 წლის შემდეგ მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრმა სპექტაკლი მაყურებლის წინაშე პირველად წარადგინა, სამომავლოდ კი მათ მიერ არაერთი ახალი სპექტაკლის ჩვენება იგეგმება.

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა დემოკრატიის ფესტივალი, რომელსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა...
01/06/2026

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა დემოკრატიის ფესტივალი, რომელსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, მერის პირველი მოადგილე ასლან საგანელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, ასევე მოადგილეები ელიზბარ კობახიძე და პაატა მაჭანკალაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისთვის ჩატარდა საინტერესო მასტერკლასები, მათ შორის ეპოქსიდით სუვენირების დამზადება, ფარდაგების ქსოვა და თექაზე მუშაობა.

დემოკრატიის ფესტივალი პროექტის „დემოკრატიის ხმები: მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტ...
01/06/2026

გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე, თავმჯდომარის მოადგილე ელიზბარ კობახიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანაშვილი დაესწრნენ.

პროგრამის ფარგლებში ბავშვები მონაწილეობდნენ მრავალფეროვან შემოქმედებით აქტივობებში. გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა, რომლის დროსაც მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების თემაზე კომიქსები შექმნეს.

ასევე, სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით ჩატარდა სემინარი, რომლის ფარგლებში ბავშვებმა როლური თამაშების, დისკუსიებისა და ინტერაქტიული ქვიზების საშუალებით მიიღეს ცოდნა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ა...
01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.

დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების-ამბროლაურის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა და შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

საბავშვო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ვუსურვებთ ბედნიერ მომავალს, ჯანმრთელობას და მშვიდობიან მსოფლოიში ცხოვრებას!

01/06/2026

Address

მ. კოსტავას ქუჩა N41
Ambrolauri
0400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Share