14/07/2020
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „არტრა-2020“, იხსნება 18 ივლისს 20:00 ელენე რაქვიაშვილის პერფომანსით და წიგნის პრეზენტაციით ამბროლაურში, (ღონისძიების მასპინძელია „კაფე ჟანგბადი“).
19 ივლისს კი სახვითი ხელოვნების მუზეუმში 19:00 იხსნება, შოთიკო აფციაურის გამოფენა - ვჭრით ხეებს, ვაშენებთ ეკლესიას“, ( მომზადებული „პროპაგანდა“ს მიერ)
ორი თვის განმავლობაში, ფესტივალი „არტრა-2020“ რაჭის მოსახლეობას და კუთხეში დასასვენებლად თუ სამოგზაუროდ ჩამოსულ სტუმრებს შეთავაზებს საინტერესო გამოფენებს, პრეზენტაციებს, წარმოდგენებს, კონცერტებს. ჩამოსულ ხელოვანებსა და კულტურის სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებს შორის გაიმართება შეხვედრები, დისკუსიები, მასტერკლასები.
ფესტივალის პროგრამით გამართული ნებისმიერი ღონისძიება გაიმართება „კოვიდ 19“ ით გამოწვეული ახალი რეგულაციების და მოთხოვნების გათვალისწინებითა და ყველა წესების დაცვით
ფესტივალი „არტრა-2020“ ის ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია „არტელი-რაჭა“, რომელიც მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, სოფელ ჭყვიშში და 15 წლის განმავლობაში ემსახურება თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და განვითარებას რაჭის რეგიონში.
ფესტივალის იმართება „შემოქმედებითი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
ფესტივალის პარტნიორებია:
ამბროლაური სახვითი ხელოვნების მუზეუმი“
„ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“
„პროპაგანდა“
„პრინტის საერთაშორისო ფესტივალი“
„კაფე ჟანგბადი“
ფესტივალის სლოგანია „ყველა ფერი ნათელია“
სამყაროში არსებული ყოველი ფერი, ყოველი პიგმენტი, ტონები და ნახევარტონები, მზის სინათლის სხივების გარდატეხით და სპექტრალური დაშლით მიიღება, სინათლე დროთა განმავლობაში აღწევს სიბნელის ყველაზე დაცულ კუთხეებშიც კი, იქაც სადაც ხელოვნურად შექმნილი ზღუდეებია.
აღქმის სიმძაფრე ყველა ფერს კონტრასტულს ხდის. ყველა ფერს მკაფიო და მკვეთრი პალიტრით ამრავალფეროვნებს.
თანამედროვე ხელოვნება მიმდინარე, თუ არსებულ მოვლენებს, სრულიად მოულოდნელი კუთხით და ფორმით გვანახებს. განსხვავებული აქცენტებით ახდენს საზოგადოების ყურადღების ფოკუსირებას საზოგადოებაშივე არსებული, დაგროვილი, მტკივნეულ, პოზიტიურ თუ ნეგატიური პრობლემატიკაზე, შემდეგ კი თვითგამოხატვის უნივერსალური ტექნიკური და ტრადიციული მეთოდებით როგორიცაა ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ფოტოგრაფია, ბეჭდვა, ვიდეო, ინსტალაცია, ობიექტი, პერფომანსი, ციფრული მედიები, , ტექსტი. საუნდი, მრავლისმომცველს ხდის და ამრავალ ფერო ვნებს კულტურის სივრცეს. დღესაც ყველა ფერი აქტუალურია, . დღეს ყველა ფერი ახალი მნიშვნელობებით იტვირთება. ყველა ფერი თავისი განვითარების ახალ პროცესს გადის.
ხელოვნება კი ჩვენი სათქმელის სარკეა, როგორც ცხოვრებისა და სამყაროს ანარეკლის უტყუარი პლატფორმა. სადაც ყველა ფერი ნათელია.