05/06/2026
🌿 გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კასრისწყალის საჯარო სკოლა - ს ესტუმრნენ.
🟢 შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს წარედგინათ პრეზენტაცია თუშეთის დაცული ლანდშაფტის შესახებ, სადაც საუბარი შეეხო ადმინისტრაციის საქმიანობას, დაცული ლანდშაფტის მნიშვნელობასა და იმ ღონისძიებებს, რომლებიც თუშეთის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება. მოსწავლეები გაეცნენ დაცული ლანდშაფტის ძირითად ღირებულებებს, მის როლს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, ასევე გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ბეჭდური საინფორმაციო მასალები.
📚🌿 გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ბუნების დაცვის საქმეში ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
#გარემოსდაცვისსაერთაშორისოდღე
#ეკოგანათლება
#ერთადვიზრუნოთგარემოზე