თუშეთის ეროვნული პარკი / Tusheti National Park

  • Home
  • Georgia
  • Akhmeta
  • თუშეთის ეროვნული პარკი / Tusheti National Park

თუშეთის ეროვნული პარკი / Tusheti National Park Tusheti National Park

თუშეთის დაცული ტერიტორიები "საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" 1996 წლის კანონიდან გამომდინარე, ოფიციალურად დაარსდა 2003 წლის 22 აპრილს კანონით "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ".თუშეთის დაცული ტერიტორიები სამი კატეგორიიგან შედგება და მისი საერთო ფართობია:113 660 ჰა.
1.სახელმწიფო ნაკრძალი -12 627,2 ჰა;
2. ეროვნული პ

არკი - 69 515 ჰა;
3. დაცული ლანდშაფტი - 31,518 ჰა
სახელმწიფო ნაკრძალსა და ეროვნულ პარკს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ხოლო დაცულ ლანდშაფტს - ახმეტის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ " თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია".
მისი შექმნის მიზანია თუშეთის დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნებრივი და ნახევრადბუნებრივი ლანდშაფტებისა და ჰაბიტატების შენარჩუნება;ცხოველთა და მცენარეთა პოპულაციების კონსერვაცია ბუნებრივ და ხელუხლებელ გარემოში;ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ბიოგეოგრაფიული ერთეულების გრძელვადიანი გარანტირებული დაცვა;ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა;გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;უნიკალური და იშვიათი ორგანული და არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების შენარჩუნება;ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური კომპლექსების, დამახასიათებელი პეიზაჟების შენარჩუნება და აღდგენა;ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ხალხური შემოქმედების დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შესანარჩუნებლად;
„თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ტყის კოდექსი, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონი, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილება.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია 2005 წელს დაარსდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2008 წელს დაცული ტერიტორიების რეორგანიზაციის შემდეგ, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულია. კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსები და კადრები იმართება საქართველოს დაცული ტერიტორების სააგენტოს მიერ. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ყოველდღიური საქმიანობების მართვაზე პასუხისმგებლია ადმინისტრაციის დირექტორი. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია გაყოფილია ორ განყოფილებად: დაცვისა და ადმინისტრაციულ განყოფილებებად.
დაცვის განყოფილების თანამშრომლების ძირითადი მოვალეობებია: ტერიტორიის ფიზიკური დაცვა და კანონაღსრულება თუშეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში; დაცული ლანდშაფტის ფარგლებში არსებული ბუნებრივი რესურსების გამოყენების მონიტორინგი, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
ადმინისტრაციული განყოფილების ვალდებულებებში შედის: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მუშაობის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ვიზიტორთა მომსახურება და მომარაგება.
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საზაფხულო სათავო ოფისი მდებარეობს თუშეთში, ხოლო ზამთრის ოფისი - ქვემო ალვანში. საზაფხულო ადმინისტრაციული შენობა,რომელშიც ინტეგრირებულია სასტუმრო ნომრები ვიზიტორებისთვის, კაფეტერია და ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო დარბაზით, საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფებით, სპეციალურად ამ მიზნისთვის აშენდა და გაიხსნა 2009 წელს სოფელ ომალოში.

04/06/2026
29/05/2026
05/05/2026

ნიამორი - კლდეების მბრძანებელი და თუშეთის ნამდვილი მშვენება

ბოლო წლებში საქართველოში ამ საოცარი ცხოველების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. დღეს მათი ხილვა მხოლოდ დიდ კავკასიონზე, თუშეთსა და ხევსურეთშია შესაძლებელი. ნიამორი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი და თითოეული მათგანის სიცოცხლე ჩვენი ბუნების სიმდიდრეა.

გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი მთების სიამაყე! 💚

28/04/2026

თუ მაღალ მთებში სეირნობისას შორიდან მელოდიური სტვენა მოგესმათ, იცოდეთ კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus) გაკვირდებათ. ეს ფრინველი მხოლოდ კავკასიონის ქედზე ბინადრობს და ნამდვილი ენდემია.
რთულია მისი შემჩნევა მისი ბუმბული ზუსტად იმეორებს თუშეთის ფიქალი კლდეების ფერს. ის ბუნების ნამდვილი შედევრია, რომელიც გვახსენებს, რამდენად ფაქიზი და დასაცავია ჩვენი მაღალმთიანი ეკოსისტემა.

✅თუშეთის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციაში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე, ადმინისტრაციის რეინჯერებს კიდევ ერთხელ მიეწოდა...
27/04/2026

✅თუშეთის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციაში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე, ადმინისტრაციის რეინჯერებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სამსახურებრივი საქმიანობისას სამხრე კამერების გამოყენების წესებისა და მნიშვნელობის შესახებ.

🔸შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა როგორც ტექნიკურ ასპექტებზე, ისე კამერების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებსა და პრაქტიკულ საჭიროებებზე.

🔸სამხრე კამერები რეინჯერებს მნიშვნელოვნად დაეხმარება სამართალდარღვევების დროულ გამოვლენასა და მათზე ოპერატიულ რეაგირებაში. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება ხელს შეუწყობს მტკიცებულებების ეფექტიანად დაფიქსირებას, რეინჯერების საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდას და ზოგადად, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებისა და მონიტორინგის პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

23/04/2026

დათუჩა მიბაჯბაჯებს 🐾
ცოტა გაბრაზებული გვიყურებს - აშკარად ვერ გაურკვევია, რა გვინდა მისგან…

✅თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ზემო ალვანის I საჯარო სკოლაში ლექცია-სემინარი ჩაატარეს.🔸სკოლი...
22/04/2026

✅თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ზემო ალვანის I საჯარო სკოლაში ლექცია-სემინარი ჩაატარეს.

🔸სკოლის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების შესახებ და მათი დაცვის მნიშვნელობაზე.

🔸მოსწავლეებმა ასევე მოისმინეს, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს ადმინისტრაცია აღნიშნული სახეობების მონიტორინგისა და მათი დაცვა-შენარჩუნების მიზნით.

🔸ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი ფასეულობების უკეთ გასაცნობად.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

✅თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებისთვის ჩატარდა პრაქტიკული სწავლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევი...
07/04/2026

✅თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებისთვის ჩატარდა პრაქტიკული სწავლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესებთან დაკავშირებით.

🔸სწავლების მიზანს წარმოადგენდა რეინჯერების პროფესიული კომპეტენციის გაძლიერება კანონაღსრულების მიმართულებით. პროგრამა მოიცავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის, დოკუმენტირების და მათზე დროული, ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების დეტალურ განხილვას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც რეალურ სამუშაო პროცესში მიღებული ცოდნის სწორად გამოყენებას უწყობს ხელს.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

✅თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ზემო და ქვემო ალვანის საბავშვო ბაღებთან  ერთად გამწვანების აქ...
02/04/2026

✅თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ზემო და ქვემო ალვანის საბავშვო ბაღებთან ერთად გამწვანების აქცია ჩაატარეს.

🔸პატარა ხელებმა ნერგები დარგეს და დიდი საქმე დაიწყეს.

🔸ეს დღე მხოლოდ მცენარეების დარგვა არ იყო - ეს იყო პირველი ნაბიჯი ბუნებასთან მეგობრობისკენ, სადაც ბავშვებმა გაიგეს, რომ თითოეული მცენარე ზრუნვას და სიყვარულს ითხოვს.

ბუნების სიყვარული სწორედ აქედან იწყება.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

🌎 თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია შეუერთდა “დედამიწის საათის” აღნიშვნას.  “დედამიწის საათი” გლობალური გარემოსდაცვი...
28/03/2026

🌎 თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია შეუერთდა “დედამიწის საათის” აღნიშვნას.

“დედამიწის საათი” გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელიც ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათს აღინიშნება.

Address

Georgia, Omalo, Akhmeta Municipality
Akhmeta

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თუშეთის ეროვნული პარკი / Tusheti National Park posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თუშეთის ეროვნული პარკი / Tusheti National Park:

Share

Category