18/06/2026
Inga Kachkachashvili
Marina Mchedlidze
#მასწავლებელთამერვესასკოლოკონფერენცია
#საუკეთესოპედაგოგიურიპრაქტიკა
🏫✨სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა მერვე სასკოლო კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში, პედაგოგებმა კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება, იმსჯელეს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებზე და განიხილეს სწავლების ისეთი მეთოდები, რომლებიც გაკვეთილებს კიდევ უფრო საინტერესოსა და პროდუქტიულს ხდის.
👩🏫კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობდნენ მასწავლებლები შემდეგი თემით:
📍✏️მაია გელაშვილი-„Google-ის უახლესი ტექნოლოგიები"/სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
📍✏️ლელა ცაგარეიშვილი- „კვლევის საწყისები“/ სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
📍✏️თინა მურადაშვილი, ნონა მაისურაძე-„ინტეგრირებული სწავლება, როგორც მოსწავლის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარების ეფექტური ინსტრუმენტი“/სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები;
📍✏️მაია თათეშვილი-„STEM მიდგომებისა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ეფექტურობა სასკოლო პრაქტიკაში: SafeMed - ჭკვიანი საავადმყოფოს ქეისი“/ სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
📍✏️თამარ ზაზაშვილი- „გეოგრაფიული თამაშები და ქვიზები, როგორც მოსწავლეთა მოტივაციის საშუალება“/სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;
📍✏️ნანა დათაშვილი-,,ფინანსური განათლება 21-ე საუკუნის სკოლაში და ტექნოლოგია, როგორც ცოდნის გაღრმავების ინსტრუმენტი"/ სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
🏫✨🚀კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგებს შორის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება.
🏫✨🚀ჩვენი მიზანია, თითოეულმა მასწავლებელმა მიიღოს ახალი იდეები და შთაგონება, რათა გაკვეთილები გახდეს კიდევ უფრო ინტერაქციული, ციფრული და საინტერესო! 💻🧠