STEM კლუბი

STEM კლუბი სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის STEM კლუბი ,,STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება"

სასკოლო-საგანმანათლებლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია კლუბური მუშაობა. კლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემო, სადაც მას საშუალება ეძლევა, სხვადასხვა დავალებებისა და აქტივობის შესრულების დროს, ეფექტურად გადალახოს არსებული ბარიერები და სიძნელეები, შექმნას საინტერესო და ინოვაციური პროდუქტები.

სსიპ ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლის, მაია თათეშვილის მიერ ჩამოყალი

ბდა კლუბი ,, STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“.

კლუბის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებით მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაციის ამაღლება; შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება; ინოვაციური იდეების გენერირება და განხორციელება; მასწავლებლის მიერ ,,STEM მენტორების კურსი“-ზე მიღებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა პრაქტიკაში. კერძოდ, თანამედროვე ღია კომპიუტერული პლატფორმა ARDUINO-ს გამოყენებით ციფრული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების სწავლება და სიმულატორების გამოყენებით ინოვაციური პროექტების მოდელირება და კონსტრუირება;

კლუბში მუშაობის შედეგად მოხდება შემოქმედებითი, სააზროვნო, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების წარმოჩენა და მათი განვითარების ხელშეწყობა; STEM სფეროებით მოსწავლეთა დაინტერესება და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების ამაღლება; მოსწავლეები შეძლებენ ინოვაციური იდეების განხორციელებას აღნიშნული მიმართულებით.

07/04/2026
STEM საკონკურსო პროექტზე მუშაობა დაიწყო:
07/04/2026

STEM საკონკურსო პროექტზე მუშაობა დაიწყო:

 🚀 საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის – STEM ოლიმპიადის პირველი ტური წარმატებით ჩატარდა!👩🏼‍🔬 ოლი...
25/04/2025



🚀 საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის – STEM ოლიმპიადის პირველი ტური წარმატებით ჩატარდა!

👩🏼‍🔬 ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 130-ზე მეტი სკოლიდან 700-მდე მოტივირებულმა და შემოქმედებითმა მოსწავლემ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერებით, ტექნოლოგიებით, ინჟინერიითა და მათემატიკით.

✨👫👫🧑‍🤝‍🧑მონაწილეებს შორის იყვნენ სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფიზიკის მასწავლებლის მაია თათეშვილის ხელმძღვანელობით.

📌გუნდში ორმა მოსწავლემ ფიზიკის, ხოლო სამმა მოსწავლემ მათემატიკის დავალებები შეასრულა

🧡💜 განათლების გზაზე არ გაჩერდე! მომავალი შენ ხელშია!

წარმატებები მოსწავლეთა გუნდს!
#ახალციხე #ინოვაციურიგანათლება

09/06/2024

იყოს აქაც...

 #კლუბურიმუშაობაMaia Cabutashvili Tateshvili🟣14.05.2024. კლუბის  სამუშაო შეხვედრა №11. კლუბის წევრები კვლავ აქტიურად ეუფ...
15/05/2024

#კლუბურიმუშაობა
Maia Cabutashvili Tateshvili

🟣14.05.2024. კლუბის სამუშაო შეხვედრა №11.
კლუბის წევრები კვლავ აქტიურად ეუფლებიან https://www.tinkercad.com/ პლატფორმაზე მუშაობის ტექნიკას. ამჯერად კლუბის შეხვედრაზე განვიხილეთ თერმორეზისტორი (ტემპერატურის სენსორი), მოწყობილობა, რომელიც გამტარი ხდება სითბოს მოქმედებით. ციფრული მონაცემები გადავიყვანეთ ძაბვის მნიშვნელობაში, ძაბვის მონაცემები კი ტემპერატურის მნიშველობაში და მასთან დავაკავშირეთ ნათურა, რომელიც ინთება და ქრება შერჩეულ ტემპერატურულ დიაპაზონში შესაბამისი პროგრამული კოდის საშუალებით. აღნიშნული კი მოსწავლეებს დაეხმარება მარტივად არეგულირონ მაგალითად ინკუპატორის/ფერმის ტემპერატურული რეჟიმი.

🟣 P.S. მახარებს ის ფაქტი, რომ მოსწავლეები თანათან ძალიან კარგად უღებენ ალღოს პლატფორმაზე მუშაობას. დავგეგმეთ შემდეგი შეხვედრა პირისპირ რეჟიმში, სადაც ავაწყობთ ნასწავლ სქემებს რეალური კომპონენტებით და შესაბამისი პროგრამული კოდის დახმარებით მოვიყვანთ მოქმედებაში.

🟣კლუბის შეხვედრების დროს კეთდება ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც კლუბის წევრებს ეხმარება, გაიხსენონ ნასწავლი მასალა და გაუმარტივდეთ სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება.

🟣კლუბის ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:👇
https://maiasstemclub2024.blogspot.com/

👉ეს კი ჩვენი კლუბის გვერდის ბმულია, მოიწონეთ/გამოიწერეთ გვერდი და თვალი ადევნეთ კლუბში მიმდინარე პროცესებს ❤ 👇
https://www.facebook.com/profile.php?id=61556560281800

Address

ქ. ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. N6
Akhaltsikhe
0800

Alerts

Be the first to know and let us send you an email when STEM კლუბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category