05/06/2026
🟢ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის პროექტირება იწყება
🏞️ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხეში ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის პროექტირებას იწყებს.
🎯პროექტის მიზანია ტბის მიმდებარე სივრცის თანამედროვე, მრავალფუნქციურ სარეკრეაციო ზონად გარდაქმნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს დასვენების, სპორტისა და საზოგადოებრივი აქტივობებისთვის კომფორტულ გარემოს შესთავაზებს.
🚴პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საფეხმავლო, სარბენი და ველობილიკების ქსელის მოწყობა, საბავშვო სათამაშო და სპორტული სივრცეების შექმნა, ასევე რეკრეაციული და დასასვენებელი ზონების განვითარება.
🌉ტერიტორიაზე მოეწყობა პერგოლები, ფანჩატურები, ნავების სადგომი, მცირე კომერციული და მომსახურების ინფრასტრუქტურა, ასევე მდინარეზე გადასახედი ბელვედერი.
👉ვრცლად იხილეთ: https://shorturl.at/0xaOk