საქართველოს სახელით - პოლიტიკური მოძრაობა“

  • Page d'Accueil
  • France
  • Nancy
  • საქართველოს სახელით - პოლიტიკური მოძრაობა“

საქართველოს სახელით - პოლიტიკური მოძრაობა“ ერთი სამშობლო - ერთი ხვედრი!

23/06/2026

ნახეთ განსხვავება თეირანის მეტროსა და კალ'აძის მეტროს შორის!
პოლიტიკური მოძრაობა " საქართველოს სახელით" ლიდერის ექსპერიმენტი.
დავით ფიფია

რვა წელი, მხოლოდ რვა წელი ჰქონდა ნაცხოვრი...ხიზირს სიკვდილის შიში არ ჰქონია. მას მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა - მეგობრის გადარ...
23/06/2026

რვა წელი, მხოლოდ რვა წელი ჰქონდა ნაცხოვრი...
ხიზირს სიკვდილის შიში არ ჰქონია. მას მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა - მეგობრის გადარჩენის სურვილი. ამ პატარა გმირმა, რომელსაც ჯერ კიდევ სიცოცხლე არ ენახა, ყოველგვარი მერყეობის გარეშე გადახტა ცივ, ძლიერ დინებაში, 7 წლის მეგობარი გადაარჩინა და თავი ვერ გადაირჩინა.
20 000-ზე მეტი ადამიანი, ოჯახი, მეზობლები, უცხოები, მოხალისეები მთელი კავკასიიდან, ყველა ერთად, დღე და ღამე ამ პატარა გმირი ბიჭის მოსაძებნად მდინარეებში შიშველი ხელებით ეძებდნენ მას ისე, როგორც ოჯახი ეძებს ოჯახის წევრს.
მისი ცხედრის აღმოჩენისას 19 წლის ახალგაზრდა დაღესტნელს გული გაუჩერდა. სიცოცხლე მისცა იმ ბავშვს, რომელიც არც კი იცოდა ვინ იყო.
ეს არის კავკასიური სული.
არა სიტყვებში, არა გამოსვლები, არამედ ამ ერთ მომენტში, სადაც ერი ერს უდგება გვერდში ისე, თითქოს სისხლით ნათესავი იყოს.
საქართველო თქვენთთან არის, ინგუშო ხალხო. თქვენი ტკივილი ჩვენი ტკივილია. თქვენი გმირი ჩვენი გმირია.
ნათელი ეფინოს პატარა ხიზირს. მარადიული მადლობა ყველა იმ სულს, ვინც ძიებაში ჩაერთო.
ვუსამძიმრებთ ხიზირის ოჯახს და მთელ ინგუშ ხალხს - 🕊️ საქართველოს სახელით.

22/06/2026

ყველა ქართველს ეს პოზიცია უნდა ქონდეს მტრის მიმართ!
@მხურვალე გულშემატკივრები

ძალიან კარგია, რომ კორუფციაზე და ფასების ზრდაზე საუბრობთ — ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.მაგრამ კიდევ უკეთესი იქნებოდა,...
22/06/2026

ძალიან კარგია, რომ კორუფციაზე და ფასების ზრდაზე საუბრობთ — ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

მაგრამ კიდევ უკეთესი იქნებოდა, თუ ასევე ისაუბრებდით იმაზე, როგორ ტოვებდნენ ბანკები, მათ შორის TBC Bank-ი და სხვა საფინანსო დაწესებულებები-“ნევახშეები”უამრავ ოჯახს საცხოვრებლის გარეშე. როგორ ასახლებდნენ გაჭირვებულ ადამიანებს საკუთარი სახლებიდან მაშინ, როდესაც ისინი უკვე მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

სამართლიანობაზე საუბარი მხოლოდ კორუფციითა და ფასების ზრდით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. აუცილებელია საუბარი იმ ადამიანებზეც, რომლებმაც დაკარგეს ერთადერთი საცხოვრებელი, აღმოჩნდნენ ქუჩაში და დარჩნენ სოციალური დაცვის გარეშე.

საინტერესო იქნებოდა თქვენი პოზიციის მოსმენა ამ საკითხზეც — რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოქალაქეები არ აღმოჩნდნენ ფინანსური სისტემის წინაშე სრულიად დაუცველები და არ დაკარგონ საკუთარი სახლები.

მიხეილ ბატურინი.

სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა სულ უფრო მეტად ემსგავსება უწყვეტი ტყუილისა და ადამიანების გრძნობებით მანიპულირების თეა...
22/06/2026

სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა სულ უფრო მეტად ემსგავსება უწყვეტი ტყუილისა და ადამიანების გრძნობებით მანიპულირების თეატრს...

საზოგადოებას რეალური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების ნაცვლად ხშირად სთავაზობენ ხმაურიან განცხადებებს, ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებასა და ემოციებზე აგებულ კამპანიებს.
პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოქალაქეების ცნობიერ არჩევანზე კი არა, მათ შიშებზე, იმედებსა და გაღიზიანებაზე ზემოქმედებას ცდილობს.
როდესაც სიმართლეს პროპაგანდა ანაცვლებს, ფაქტებს — პოლიტიკური სპექტაკლი, ხოლო პასუხისმგებლობას — ერთმანეთის დადანაშაულება, ზარალდება სახელმწიფო და საზოგადოება.


დემოკრატია ვერ განვითარდება იქ, სადაც ტყუილი პოლიტიკური ბრძოლის ჩვეულებრივ იარაღად იქცევა, ხოლო მოქალაქე მხოლოდ მანიპულაციის ობიექტად აღიქმება.
ქვეყანას სჭირდება პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება სიმართლეზე, პასუხისმგებლობაზე, არგუმენტირებულ დისკუსიასა და მოქალაქეების პატივისცემაზე და არა მუდმივ სპექტაკლზე, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ემოციებზე ზემოქმედება და მათი შეცდომაში შეყვანაა...

ქართული ოცნება რომ ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობისათვის მხოლოდ ზიანის მომტანი პარტიაა ეს უკვე ბავშვმაც კი იცის ამ ქვეყანაში, ასევე ჩანასახშივე კრახისთვისაა გაწირული მცდელობა რომ მამუკა ხარაძის პარტია "ლელოს" სურს თავი მოგვაჩვენოს ისე, თითქოს მათ ქართველი ხალხი, მათი ეკონომიკური კეთილდღეობა თუ ეკონომიკური რეგრესი ადარდებთ.
ეს არის პარტია, რომელიც ფინანსდება იმ ფულით, რომელიც თითეულ ქართველს ხაძარაძემ ჯიბიდან თაღლითურად კაბალური საბანკო ხელშეკრულებებით ამოაცალა...
გურამ მესხია გურამ მესხია

22/06/2026

პასუხი ლელოს "აfიორა" ბრიფინგს!
@მხურვალე გულშემატკივრები

20 ივნისი - ლუსტრაციის ღამე, რომელმაც ვერაფერი გვასწავლა!გუშინ იყო 20 ივნისი.ვიცი, ბევრს ახსოვს. ვიცი, ბევრს ახლაც ეკუმშ...
21/06/2026

20 ივნისი - ლუსტრაციის ღამე, რომელმაც ვერაფერი გვასწავლა!
გუშინ იყო 20 ივნისი.
ვიცი, ბევრს ახსოვს. ვიცი, ბევრს ახლაც ეკუმშება გული, როცა ფიქრობს რა ხდებოდა იმ ღამეს თბილისის ქუჩებში, მაგრამ სწორედ ამიტომ მინდა ვისაუბრო არა ფაქტებზე, არამედ იმაზე, რასაც ჩვენ, ქართველებმა, იმ ღამეს ვუყურეთ და... ვერ დავინახეთ.
ოცნებამ გაიმეტა ხალხი ეს ფაქტია,
მაგრამ ოპოზიცია არ ჩამოუვარდა და გაწირა ხალხი! მხეცს შეატოვა ხელში - გეგმის გარეშე, პასუხისმგებლობის გარეშე, ბოდიშის გარეშე და ეს ყველას კარგად გვახსოვს.
ამ ღამემ ყველაფერი გვიჩვენა.
გვიჩვენა, ვინ არის ბიძინა ის, ვინც ქართველ ხალხს შაურიანის ფასადაც არ თვლის.
გვიჩვენა, ვინ არის ოპოზიცია ის, ვინც ხალხის ენერგიას უბრალოდ ხარჯავს.
გვიჩვენა, ვინ არის გახარია დღეს პოზიციად რომ მოგვევლინა და კრავს თამაშობს!
და ბოლოს გვაჩვენა ჩვენ ვინ ვართ და გამოჩნდა ჩვენი უუნარობაც.
რუსი დეპუტატის გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჩასმა რომ გაუვიდა "ქართულ ოცნებას", იმიტომაც გაგვიბედეს ,
2024 წლის არჩევნების გაყალბება, პრეზიდენტად გაუნათლებელი იდიოტის დასმა, ევროპული კურსის ცვლილება, ტროტუარზე დგომის გამო დაჭერა,ფეისბუკის კომენტარის გამო ციხეში ჩასმა და ასე შემდეგ!
ეს ყველაფერი ლოგიკური შედეგია იმისა, რომ ჩვენ ვაპატიეთ და თან ორივეს!

და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი:
ქართველებო, ეს მოჯადოებული წრე არ გაიხსნება, სანამ ჩვენ არ გადავწყვეტთ.
პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვათ ყველა გაყიდული და გადაყიდული პოლიტიკური სახე და სანამ ახალ სახეებს,ახალ თაობას,გზას არ გავუხსნით.
ახალგაზრდები, რომლებიც 2023-2024 წლებში ქუჩაში იდგნენ ისინი არ ეძებდნენ ლიდერს, ისინი თვითონ იყვნენ ლიდერები. მაგრამ თქვენ უფროსი თაობა, "გამოცდილ პოლიტიკოსებს" და ისევ ძველ სახეებს ეჭიდებით,ამიტომ ვერ მივდივართ წინ.ფუნდამენტალური ცვლილება ჭირდება ქართულ პოლიტიკას!
ახალი პოლიტიკა გვჭირდება ქართველებო!!

20 ივნისი ლუსტრაციის ღამე იყო.
ყველაფერი დაიდო ხელის გულზე, ძველი პარტიები, ძველი სახეები, ძველი დაპირებები -არაფრის მაქნისები!
დრო მოვა და ამ გვერდს გადავფურცლავთ, მაგრამ ეს დრო ჩვენთან მოვა მხოლოდ მაშინ, როცა ქართველი ხალხი იტყვის მკაფიოდ:
ძველი,გადაყიდული პოლიტიკური სახეები მოშორდით პოლიტიკას და განათლებულმა,პრინციპულებმა და პტრიოტებმა მართეთ ქვეყანა!
@მხურვალე გულშემატკივრები

19/06/2026

უსამართლობის პიკი!
@მხურვალე გულშემატკივრები

19/06/2026

ამ ვიდეოს შინაარსი დღეს რომ არ გადარდებთ,ხვალ გვიან იქნება კბილთა ღრჭენანი!
არ იქნება თვალის დახუჭვა,ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!

@მხურვალე გულშემატკივრები

19/06/2026

ძალიან საინტერესო ინტერვიუ მიხეილ ბატურინთან!

Adresse

73 Rue Gambetta
Nancy
54000

Téléphone

+33604494677

Site Web

Notifications

Soyez le premier à savoir et laissez-nous vous envoyer un courriel lorsque საქართველოს სახელით - პოლიტიკური მოძრაობა“ publie des nouvelles et des promotions. Votre adresse e-mail ne sera pas utilisée à d'autres fins, et vous pouvez vous désabonner à tout moment.

Contacter L’organisation

Envoyer un message à საქართველოს სახელით - პოლიტიკური მოძრაობა“:

Partager