Georgia in Stuttgart

Georgia in Stuttgart Kontaktinformationen, Karte und Wegbeschreibungen, Kontaktformulare, Öffnungszeiten, Dienstleistungen, Bewertungen, Fotos, Videos und Ankündigungen von Georgia in Stuttgart, Konsulat und Botschaft, Chemnitzer Str. 21, Stuttgart.

02/07/2026

❗️ᲒᲔᲠᲛᲐᲜᲘᲐᲨᲘ, ᲑᲐᲕᲐᲠᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲑᲐᲓᲔᲜ-ᲕᲘᲣᲠᲢᲔᲛᲑᲔᲠᲒᲘᲡ ᲤᲔᲓᲔᲠᲐᲚᲣᲠ ᲛᲘᲬᲔᲑᲖᲔ ᲛᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘ ᲐᲜ ᲓᲠᲝᲔᲑᲘᲗ ᲛᲧᲝᲤᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲝᲓ!

გაცნობებთ, რომ, საკონსულო დაწესებულების ქალაქ მიუნხენში გადატანასთან დაკავშირებით, ქალაქ შტუტგარტში საქართველოს გენერალური საკონსულო შეაჩერებს მოქალაქეთა მიღებას 2026 წლის 13 ივლისიდან, ქალაქ მიუნხენში გენერალური საკონსულოს სრულფასოვან ამოქმედებამდე.

აღნიშნულ პერიოდში ბავარიისა და ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მიწებზე მცხოვრები ან დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეები საკონსულო მომსახურების მიღებას შეძლებენ:

🇬🇪 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო
📞 +49 (30) 484907 19
📧 [email protected]

🇬🇪 ქალაქ მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულო
📞 +49 (69) 97671137
📧 [email protected]

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამის საკონსულო დაწესებულებებს.

ხმა მიეცი საქართველოს🔗www.esc.vote
11/05/2026

ხმა მიეცი საქართველოს

🔗www.esc.vote

04/05/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.

04/05/2026
14/04/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა და დედაენის დღის აღნიშვნის ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📍კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 26 მაისს.

🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/055174-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-dedaenis-dghisadmi-midzghvnil-sagranto-konkurss-chemi-ena-qart

14/04/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა და დედაენის დღის აღნიშვნის ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📍კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 26 მაისს.

🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/058334-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-dedaenis-dghisadmi-midzghvnil-sagranto-konkurss-chemi-ena-qart

14/04/2026

Adresse

Chemnitzer Str. 21
Stuttgart
70597

Öffnungszeiten

Montag 09:00 - 13:30
Dienstag 09:00 - 13:30
Mittwoch 09:00 - 13:30
Freitag 09:00 - 13:30

Telefon

+497111202100

Webseite

Benachrichtigungen

Lassen Sie sich von uns eine E-Mail senden und seien Sie der erste der Neuigkeiten und Aktionen von Georgia in Stuttgart erfährt. Ihre E-Mail-Adresse wird nicht für andere Zwecke verwendet und Sie können sich jederzeit abmelden.

Die Organisation Kontaktieren

Nachricht an Georgia in Stuttgart senden:

Verknüpfungen

Teilen